საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - საფრანგეთი გმობს აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებას მთიან ყარაბაღში, ვერანაირი საბაბი ვერ გაამართლებს ასეთ ცალმხრივ ქმედებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
107 19 სექტემბერი 2023, 19:58
საფრანგეთი აზერბაიჯანს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა და დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, საფრანგეთი მკაცრად გმობს აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყებას მთიან ყარაბაღში მძიმე იარაღის გამოყენებით, მათ შორის დასახლებული ტერიტორიების წინააღმდეგ.

საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვერანაირი საბაბი ვერ გაამართლებს ასეთ ცალმხრივ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ათასობით მშვიდობიანი მოქალაქეს, რომელიც უკვე დაზარალებულია თვეების განმავლობაში უკანონო ბლოკადით.

„არსებული ვითარება აზერბაიჯანს აკისრებს მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობის ბედზე პასუხისმგებლობას. საფრანგეთი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს სხდომის საგანგებო მოწვევას ითხოვს. საფრანგეთი მჭიდროდ თანამშრომლობს თავის ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს ძლიერი პასუხი ამ მიუღებელი შეტევაზე“, – აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი