საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 19 სექტემბერი 2023, 16:43

ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გაიმართა.

„შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გახსნა. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა იმსჯელეს უკრაინის მოკლევადიან და გრძელვადიან საჭიროებებზე.

უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლ ფაშინიანი - ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს
წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მთავრობის დაფინანსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანსგენდერი სპორტსმენების ქალთა სპორტის სახეობებში მონაწილეობას კრძალავს
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ომბუდსმენი საგამოძიებო სამსახურებს მოუწოდებს გიორგი გახარიასაა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე, ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ
მაია ომიაძე: 2024 წელს საქართველოში 5.1 მილიონ ტურისტულ ვიზიტს მივაღწიეთ, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ციფრია
არქივი