გურამ ნიკოლაშვილი ნინო წილოსანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ჩართავ საკადასტრო მონაცემებს, გიჩვენებს მფლობელ კომპანიას, ამოიკითხავ მის მფლობელს, გადაამოწმებ ვინაობას და მორჩა, სიმართლე გარკვეულია - ძნელია მედიისთვის ამის კეთება?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
268 19 სექტემბერი 2023, 16:25
საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ნინო წილოსანმა კახეთში კუდიგორის მთა მოჭრა და სახლი აიშენა.

როგორც ნიკოლაშვილი აღნიშნავს, ინფორმაციის გადამოწმებას რამდენიმე წუთი სჭირდება, ვინაიდან საკადასტრო მონაცემებით მარტივია იმ პირის დადგენა, ვისმა კომპანიამაც აღნიშნული ქმედება განახორციელა. „მოდი ვნახოთ მეც თუ გამანიუსებს მთავარი “მოქალაქის ინფორმაციით ნინო წილოსანმა მთა მოთხარა” - წერს მთავარი. არადა აღნიშნული მოქალაქის ინფორმაცია მეც შემხვდა, რომლის გადამოწმებასაც ხუთი წუთი ჭირდება. - რუკაზე ნახულობ ყვარელს, კუდიგორის მთას; - შეუიარაღებელი თვალითაც ცხადად ჩანს აშკარა ვანდალიზმი, მოჭრილი მთა და ფერდზე გადაყრილი ნაშალი; - ჩართავ საკადასტრო მონაცემებს, გიჩვენებს მფლობელ კომპანიას, ამოიკითხავ მის მფლობელს, გადაამოწმებ ვინაობას და მორჩა, სიმართლე გარკვეულია. მთავარის ნიუსი, მოქალაქის “დანოსი”, ორთოფოტო, საკადასტრო და რეესტრის ამონაწერი აგერაა ყველაფერი. ძნელია მედიისთვის ამის კეთება? ვნახოთ ამ მასალას ვინ და როდის წაიღებს, ან მთავარი რამდენ ხანში იტყვის სიმართლეს.“ - წერს გურამ ნიკოლაშვილი  Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი