ანრი ოხანაშვილი: პრეზიდენტმა თავისი ქმედებებით დაადასტურა, რომ დგას კონსტიტუციაზე მაღლა, რაც პირდაპირ არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 19 სექტემბერი 2023, 15:18

ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის ქმედებები კიდევ ერთხელ შეაფასა. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა დაამტკიცა, რომ კონსტიტუციაზე მაღლა დგას, რაც კონსტიტუციის დარღვევაა.

„ქალბატონი პრეზიდენტის განცხადებებსა და ქმედებებს ორი ტიპის შეფასება შეიძლება ჰქონდეს: პოლიტიკური და სამართლებრივი. პოლიტიკურად თუ შევხედავთ, ფაქტია, რომ თუკი ვინმეს ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის ფარგლებში, ხელშესახები პოზიტიური ნაბიჯები გადაუდგამს და ხელშესახები შედეგი მოუპოვებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“ და სახელისუფლებო გუნდი. ჩვენი ქვეყანა ასეთი დაწინაურებული ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში არასოდეს ყოფილა, დაწყებული ასოცირების შეთანხმებიდან, გაგრძელებული სავაჭრო შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლით და ევროპული პერსპექტივით დასრულებული.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ქმედების სამართლებრივ მხარეს, იმდენად ხელის გულზე დევს უკვე მისი მხრიდან კონსტიტუციის მიზანმიმართული და აშკარა დარღვევა, რომ ამას აღარავითარი დამატებითი მტკიცებულება არ სჭირდება. მან თავისი ქმედებებით დაადასტურა, რომ დგას კონსტიტუციაზე მაღლა, რაც პირდაპირ არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა. თუ მას სხვა ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერებს უკითხავენ, შესაძლებელია მხოლოდ ამით იმართლოს თავი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი