ნიკა გვარამია: არ გამოვა ოპერაცია "ჩაფარცხალაძე" - პასუხის გაცემაც მოგიწევთ და პასუხისმგებლობაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
220 19 სექტემბერი 2023, 12:37
არ გამოვა ოპერაცია "ჩაფარცხალაძე". 
არ გადავიტანთ ფოკუსს ამ უმძიმესი ამბიდან ნებისმიერ სხვაზე, მით უფრო, გუშინ შემოთავაზებულ ბოდვაზე.  ამის შესახებ "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. 

"რაც გინდათ აქვეყნეთ და იყავით, მაინც მოგიწევთ პასუხის გაცემა იმაზე, რომ ივანიშვილის გარემოცვის ყველაზე გავლენიანი წევრი და ხელისუფლების (განსაკუთრებით, სასამართლოს და პროკურატურის) ე.წ. მაყურებელი ფსბ-ს აგენტი რომ იყო და საქართველოში რუსეთის ინტერესებს ატარებდა. პასუხის გაცემაც მოგიწევთ და პასუხისმგებლობაც." - წერს ნიკა გვარამია. 

შეგახსენებთ,  აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი