ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც რადიკალურ ოპოზიციას გამოაცლის ხელოვნურ საბაბს ქვეყანაში რადიკალიზმის გასაღვივებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 18 სექტემბერი 2023, 21:14
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის წარმომადგენლებთან შედგა საუბარი „საერთო სასამართლოების შესახებ“ და ორგანულ კანონში დამატებით შესატან ცვლილებებზე.

მისივე თქმით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა არ დატოვოს მინიმალური საბაბიც კი საქართველოსთვის, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის კანდიდატის სტატუსზე კიდევ ერთხელ უარის სათქმელად.

„ესეც იყო ევროკომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა, რასაც ასევე სრულად ვპასუხობთ. საქართველოს პარლამენტში ინფიცირებულა „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევის საკითხს ეხება. პარლამენტი ამ კანონპროექტს მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი მოსმენით განიხილავს და მიიღებს. ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, კანონპროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე ასევე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ვენეციის კომისიაში მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიგზავნება ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დაფუძნებასთან დაკავშირებული კანონპროექტი.

„იყო ოთხი ძირითადი რეკომენდაცია და ჩვენ გვაქვს სრული რეაგირება ყველა თემაზე. გარდა ამისა, ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, მანივალის რეკომენდაციის შესაბამისად დამტკიცდება ეროვნული რისკების შეფასების დოკუმენტი ფულის გათეთრების შესახებ. ასევე, მომზადდება ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის პირველადი პროექტი. აგრეთვე, ევროკომისიაში გაიგზავნება ინფორმაცია 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენასთან და პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით გამოძიების შესახებ. გაგრძელდება, როგორც საერთო, ისე დარგობრივი საკოორდინაციო შეხვედრების გამართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

როგორც ხედავთ, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა არ დატოვოს მინიმალური საბაბიც კი საქართველოსთვის, ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის კანდიდატის სტატუსზე კიდევ ერთხელ უარის სათქმელად. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, რაც რადიკალურ ოპოზიციას გამოაცლის ხელოვნურ საბაბს ქვეყანაში რადიკალიზმის გასაღვივებლად და თვისობრივად შეამცირებს ე.წ. პოლარიზაციას, რომლის შენარჩუნება მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესებში შეიძლება შედიოდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თბილისის მერია - სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს, პარკის გახსნა შედგება და თბილისელები ამ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ
ევროპული საბჭო: ველოდებით, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით
ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავს
სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილს აქვს ნულოვანი მხარდაჭერა. ყველამ იცის, რომ ის არის გაშიფრული აგენტი
სოზარ სუბარი: უკრაინის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა არის მოლდოვა - თუ ამას ევროპულ სტანდარტს უწოდებენ, კარგად ყოფილა ევროპის საქმე
არქივი