მაია ცქიტიშვილი - ხელისუფლება ზრუნავს, როცა დასრულდება კარანტინი, რომ ბიზნესმა შეძლოს ახალი ბიზნესპროექტების წამოწყება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
896 03 აპრილი 2020, 13:34

2 მილიარდი ლარი, რომელიც მოცემულ პერიოდში მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერაზე მიიმართება. გამოყოფილი იქნა ბიუჯეტიდან, რა თქმა უნდა, ასევე დონორების მხარდაჭერითა და სხვადასხვა სახელმწიფო ხარჯების გადალაგების შედეგად, – ამის შესახებ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განმარტა, აღნიშნული პაკეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის უზრუნველყოფა.

„ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი 2 მილიარდისა, არის მათ შორის საკრედიტო მექანიზმის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. უშუალოდ კონკრეტულ რიცხვებზე ამ ეტაპზე ნაადრევი იქნება საუბარი, ვინაიდან, თითოეული დარგი, რომელსაც შევთავაზებთ ასეთი ტიპის სესხების საგარანტიო მხარდაჭერას, ხასიათდება სხვადასხვა დინამიკით, მათ აქვთ სხვადსხვა მოცულობა ან ექნებათ სესხების სხვადასხვა მოცულობა, შესაბამისად, მათი სასესხო პორტფელის სხვადასხვა ოდენობის მხარდაჭერა იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მან ბიზნესისთვის ხელისუფლების გზავნილზე ისაუბრა.

„ჩვენი გზავნილი ბიზნესისთვის არის, რომ ჩვენ ვზრუნავთ და ვმუშაობთ ეროვნულ ბანკთან, კომერციულ ბანკებთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყება, რაც დასრულდება კარანტინი, საგანგებო მდგომარეობა, ბიზნესი შეძლებს ფიქრს ახალი სესხების აღებაზე, რომელიც იქნება მიმართული ახალი ბიზნესპროექტების წამოწყებაზე. ასეთ ბიზნესპროექტებს, ასეთ საბანკო სესხებს ჩვენ მთავრობა დავუდგეთ გვერდით და მივცეთ ბანკებსაც და ბიზნესს საშუალება, მეტი დარწმუნებულობით, მეტი კომფორტით აიღონ ბანკებში სესხი; ბანკებს და ბიზნესს ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან გარანტია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ ბიზნესსუბიექტებს შეექმნებათ პრობლემები ახალი სესხების გადახდის ნაწილში, მთავრობა იქნება ამის გარანტი“, – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, კონკრეტული პროგრამები, მექანიზმები და  პირობები შემდგომი მსჯელობის საგანია.

„ბუნებრივია, ეს იქნება დამოკიდებული იმ ბიზნესაქტივობაზე, რომელსაც უშუალოდ თავად ბიზნესი გამოიჩენს ამა თუ იმ სფეროში. ჩვენ დღეს რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე თავს ვიკავებთ ნებისმიერი სპეკულაციისგან, ფუჭი დაპირებისგან და ნებისმიერი არარეალური ციფრების გაჟღერებისგან. თითოეული ჩვენი ნაბიჯი არის ძალიან კონკრეტული, ძალიან მიზნობრივი და თითოეული ჩვენი პროგრამა იქნება პასუხი იმ კონკრეტულ საჭიროებაზე, რომელიც ჩვენს ქართულ ბიზნესს ექნება, მას შემდეგ, რაც ისინი გამოვლენ კირიზისული ვითარებიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკის სიჯანსაღე იზომება მრავალი პარამეტრით, გვაქვს სტაბილური მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც არის მთავარი შედეგი, ამოცანა, ეკონომიკა არის მდგრადი განვითარების რეჟიმში
"არანაირი კატასტროფა ეს არაა, როგორც დაეცა, ისევე აიწევა..." - გიორგი ცუცქირიძე საფონდო ბირჟის მონაცემებზე
საქართველოს ეროვნული ბანკი ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს
ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა - მოგიწოდებთ, სასწრაფოდ გამომიგზავნოთ ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი ხელმოწერისთვის, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დაფინანსებას მოიცავს
არქივი