ლორთქიფანიძესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა გასაჯაროვდეს, შესაბამისმა სამსახურებმა საქმეების აღძვრა უნდა დაიწყონ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს დაეგზავნოთ სრული ინფორმაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
181 18 სექტემბერი 2023, 12:58
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორები გიორგი ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი და მამუკა მამულაშვილი არიან.

ქადაგიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც არეულობის მთავარი ორგანიზატორია, მიხეილ სააკაშვილის კონტეინერით შემოპარვის ინიციატორიც იყო.

მისი თქმით, ლორთქიფანიძესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა გასაჯაროვდეს და შესაბამისმა სამსახურებმა სამართლებრივი მსვლელობა უნდა მისცენ მასთან დაკავშირებულ საქმეებს.

„ორიოდე სიტყვა, მთავარ ორგანიზატორზე: გია ლორთქიფანიძე, რომელიც საქართველოში ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი იყო და ნაც-მოძრაობის მოძალადე სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი, კარგა ხანია უკრაინაშია გადაბარგებული და ზელენსკის მთავრობაში მაღალ თანამდებობას იკავებს.

ზუსტად ის გახლდათ სააკაშვილის კონტეინერით შემოპარების ორგანიზატორი, რომლის მიზანსაც საქართველოში არეულობის მოწყობა წარმოადგენდა.

ახლაც ასეა, სააკაშვილის დესანტმა ვერ გაამართლა და ალტერნატიულ გეგმაზე გადავიდა, შემოაპარებს ყველაფერზე ხელის მომწერ ექსტრემისტებსა და ტერორისტებს, რომლებიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ მათ შორის, საბოტაჟი, სამოქალაქო დაპირისპირება, ტერორისტული აქტები და სხვა (გამოცდილება უკრაინული მაიდნიდან ბევრს აქვს).

ამიტომაც, ლორთქიფანიძესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უნდა გასაჯაროვდეს, შესაბამისმა სამსახურებმა სამართლებრივი საქმეების აღძვრა უნდა დაიწყონ და ამავდროულად, ყველა დიპლომატიური თუ არაფორმალური ხაზით საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებს დაეგზავნოთ ზემოხსენებულ თუ სხვა საფრთხის შემცველ საქმეზე და მის ორგანიზატორზე სრული ინფორმაცია!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი