მამუკა მდინარაძე ამერიკული ბაზის გახსნაზე: როგორც ჩანს, აშშ-ის საელჩოში რაღაც შეიცვალა - მისასალმებელია, რომ პირველივე საათებში მათ მოახდინეს მყისიერი რეაგირება და თქვეს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
162 14 სექტემბერი 2023, 13:45

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ჩანს, აშშ-ის საელჩოში რაღაც შეიცვალა. მისასალმებელია, რომ პირველივე საათებში მათ მოახდინეს მყისიერი რეაგირება და თქვეს, რომ ამერიკულ ბაზასთან დაკავშირებით ცნობა არის დეზინფორმაცია და ტყუილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ეს არ არის მარტივი საკითხი და ერთი მიმდინარე დამაზიანებელი ტყუილი. ეს არის უდიდესი პროვოკაციის სურვილის შემცველი ტყუილი, როდესაც საუბრობენ სამხედრო ბაზებზე, უსაფრთხოების საკითხებზე და ამ დროს უსაფრთხოების რისკებს თავად ზრდიან. ყველას ვთხოვ, რაც არ უნდა პარტიული დავალებები იყოს, ასეთი ტყუილის გამოგონებას, რომელსაც სხვა საფრთხეები ახლავს, ცოტა გაუფრთხილდნენ. ჟურნალისტი იქნება თუ პოლიტიკოსი, თავს ზემოთ ძალა იპოვოს და ასეთი დეზინფორმაცია არ გაავრცელოს, სადაც აშკარად იგრძნობა, რომ პროვოკაციის საფრთხეები და სხვა გამოწვევებია. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ჩანს, აშშ-ის საელჩოში რაღაც შეიცვალა. მისასალმებელია, რომ პირველივე საათებში მათ მოახდინეს მყისიერი რეაგირება და თქვეს, რომ ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი. ასეთი რეაგირება მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებას უწყობს ხელს. მადლობა საელჩოს ყველა წარმომადგენელს, რომლებმაც ასეთ მოკლე ვადებში აღმოფხვრეს ეს დეზინფორმაცია და მისი შესაძლო მოსალოდნელი პროვოკაციული ხასიათი“, - აცხადებს მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპული საბჭო: ველოდებით, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის შეუფერხებელი წვდომით
ჯო ბაიდენი ბერლინში ჩავიდა, სადაც უკრაინის საკითხს განიხილავს
სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილს აქვს ნულოვანი მხარდაჭერა. ყველამ იცის, რომ ის არის გაშიფრული აგენტი
სოზარ სუბარი: უკრაინის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა არის მოლდოვა - თუ ამას ევროპულ სტანდარტს უწოდებენ, კარგად ყოფილა ევროპის საქმე
სოზარ სუბარი: ოპოზიციის გეგმა არის უიმედობა - ყოველი მათი განცხადება არის უიმედობის გამოსხივება
არქივი