ირაკლი კობახიძე: მოლდოვასა და ბოსნიაში კატასტროფაა კორუფციის, ინსტიტუტების სისუსტის კუთხით, ამიტომ როდესაც მათ მიენიჭა სტატუსი და საქართველოს - არა, ეს იყო ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
392 14 სექტემბერი 2023, 13:27

თქვენ იცით, რა მდგომარეობაა მოლდოვაში, ბოსნიაში - კატასტროფაა კორუფციის, ინსტიტუტების სისუსტის კუთხით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა თვალსაზრისით არის ძალიან მძიმე ვითარება როგორც მოლდოვაში, ასევე ბოსნიაში და როდესაც ამ ორ ქვეყანას მიენიჭა სტატუსი და საქართველოს - არა, ეს იყო ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება.

„იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, შანსები არის 50/50-ზე. იმედს გამოვთქვამ, რომ წელს მაინც ეს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი. უკრაინას რომ თავი დავანებოთ, თქვენ იცით, რა მდგომარეობაა მოლდოვაში, ბოსნიაში - კატასტროფაა კორუფციის, ინსტიტუტების სისუსტის კუთხით. ყველა თვალსაზრისით არის ძალიან მძიმე ვითარება როგორც მოლდოვაში, ასევე ბოსნიაში. როდესაც ამ ორ ქვეყანას მიენიჭა სტატუსი და საქართველოს - არა, ეს იყო ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ მოლდოვას, უკრაინას და ბოსნიას ავანსად მიეცა სტატუსი და დღემდე ერთს 9-დან 3 რეკომენდაცია აქვს შესრულებული, მეორეს 7-დან 2. აქედან გამომდინარე, ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილება. პრემიერმაც ისაუბრა ამაზე, რომ ეს არ შეიძლება იყოს განხილული როგორც პროფესორისა და სტუდენტის ურთიერთობა. არც საქართველოა სტუდენტი და არც ევროკავშირი - პროფესორი. ეს არის ორი მხარე და ურთიერთობები უნდა იყოს დაფუძნებული ღირსებასა და სამართლიანობაზე“, - აცხადებს კობახიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი