„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტზე წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი იმ უსამშობლოთა პრეზიდენტი გახდა, რომლებსაც ეზიზღება იგი, დასცინიან მას და დაუფარავად აგინებენ.
„ეროვნული, ისტორიული, მენტალური სირცხვილია ამ ორი შეშინებული მთავარსარდლის ყურება. ქვეყნის, სამშობლოს წარსულის სულ ელემენტარული ცოდნა შენში ამ სირცხვილს ხომ აღძრავს? იმ "საზიზღარ კომუნისტურ" და ათეისტურ ეპოქაში ბავშვობიდან მამაჩემი ერეკლეზე და თამარზე რომ მიყვებოდა, იქიდან ვიგებდი, რომ თურმე ქართველი ვყოფილვარ და ეს როგორ "ასწორებს".
დღეს „რამკიან ბ**ებს“ იგივე ჩემი ბავშვობის სიამაყის ობიექტები სასაცილოდ და საქილიკოდ რომ არ ყოფნით და "გმირებად" სულ სხვა სამარცხვინო უსამშობლო არაქართველები გამოჰყავთ.
როგორი შიში აქვს მოქმედ მთავარსარდალს ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო ლაქად უკვე ოფიციალურად შესვლის წინაშე. ოღონდ არა პიროვნული თუ ქართული სირცხვილის გრძნობა ასაზრდოებს ამ შიშს! იმ ტკბილი ძალაუფლების დაკარგვა, რაზეც მისი პირადი აგენტურული და საოჯახო ვალდებულებები არის ჩამოკიდებული. მას ამ გარდაუვალი ლაქის ჩამოსარეცხად უკვე ვერც საკუთარ ფეკალიებში მცოცავი დორბლიანი ექს-მთავარსარდლის შეწყალება უშველის.
მისი ბედი დღეს იმ უსამშობლოთა ხელშია, ვის "პრეზიდენტადაც" ის გადაიქცა აგენტურული ვალდებულებების გამო. ის იმ უსამშობლოთა პრეზიდენტი გახდა, რომლებსაც ეზიზღება იგი, დასცინიან მას და დაუფარავად აგინებენ. რამეთუ მათ ამ წუთისოფელში მხოლოდ საკუთარი კუჭ-ნაწლავის და შარდ-სასქესო სისტემების გარდა არავინ და არაფერი უყვართ. და ამ "სიყვარულში" მათ უკანასკნელ იმედად, სამწუხაროდ, სამი მილიონი ქართველის მიერ არჩეული ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი გადაიქცა.
უსამშობლოთა "სიყვარული" ამ პრეზიდენტის მიმართაც პირობადებულია. შეიწყალებ კენჭისყრის წინ? დაგტოვებთ. არ შეიწყალებ? რუსული ხომალდის მისამართით გაგიშვებთ.
წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, მორალური კატეგორიებით "პონტოელი პილატეს" უმძიმეს მდგომარეობაშია ჩავარდნილი ზურაბიშვილი. მაგრამ მან საკუთარი თავი შეგნებულად ჩაიგდო ამ მდგომარეობაში. "საქართველოსა" და "ბარაბას" შორის არჩევანი აქვს გასაკეთებელი პონტოელი პილატეს მსგავსად, რომელიც ასევე კეისრის ყურმოჭრილი მონა იყო და ამ არჩევანის შედეგი ძნელად გამოსაცნობი არ უნდა იყოს...
თუმცა, რადგან მაინც ქალბატონზე მიდის საუბარი, შეიძლება არ იცოდეს და შევახსენოთ.
პილატეს დროსაც იყვნენ აგენტების კარზე გმირი ქალბატონები. ერთ-ერთი მათგანი, კლაუდია პროკლა ბოლო მომენტამდე ემუდარებოდა თავის ქმარს, პილატეს, სწორი, "არა-ბარაბისეული" გადაწყვეტილება მიეღო.
საბოლოო ჯამში ამ თავისი სიმტკიცით კლაუდია პროკლამ ზეციური გვირგვინიც კი დაიმსახურა: ჯერ თავისი დანარჩენი სიცოცხლე ქრისტიანად გაატარა, ხოლო ბოლოს ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანთა დასში იქნა შერაცხილი.
ასე რომ, ქალბატონ ზურაბიშვილს აქაც აქვს არჩევანი და ის მხოლოდ მის მიერ არის გასაკეთებელი..“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |