287
13 სექტემბერი 2023, 21:23
აშშ-ში მოქმედმა მსგავსმა კანონმა გამოაჩინა უკვე „ფორმულას“ მილიონიანი გარიგებები, თუ სააკაშვილის ოჯახის წევრების გარიგებები, საქართველოში ამ კანონს რუსული კანონი დაარქვეს“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, საზოგადოებამ მარტის აქციების დღეებში დაინახა ვის უნდა ქვეყანაში პოლარიზება, მეორე ფრონტი და დღეს საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდეს დეპოლარიზაცია, ეს აღარ გაიყიდება.
„ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ რომ ბორელის რამდენიმე დღისწინანდელი განცხადება იმასთან დაკავშირებით - დეპოლარიზაცია თქვენზეა დამოკიდებული, ხალხი აღარ დაიჯერებს. მინიმუმ ბოლო წლინახევრის განმავლობაში ისეთი პროცესები მოხდა, მათ შორის, მარტის აქციები, ის კანონპროექტი რაც ჩვენ შემოვიტანეთ, რომელიც ლუსტრაციას მოახდენდა მხოლოდ ფინანსური გამჭვირვალობის მიმართულებით. მეტი იქ არაფერი არ ეწერა (სულ 4 გვერდიანი იყო). აშშ-ში მოქმედმა მსგავსმა კანონმა გამოაჩინა უკვე „ფორმულას“ მილიონიანი გარიგებები, თუ სააკაშვილის ოჯახის წევრების გარიგებები, საქართველოში ამ კანონს რუსული კანონი დაარქვეს. თავად დასავლელი ბევრი პოლიტიკოსი, რომელიც მოუწოდებდა ამ კანონის არმიღებისკენ და აქციებისკენ, თესავდნენ პოლარიზებას, გარდა ამისა, პრეზიდენტს მიაღებინეს გადაწყვეტილება, რომ პოლარიზების ერთ-ერთი სიმბოლო შეაწყალებინეს და გამოაშვებინეს. ხალხმა ეს ყველაფერი კარგად გაშიფრა, განსაკუთრებით მარტის მოვლენებმა ეს ყველაფერი კარგად დაანახა ქართულ საზოგადოებას, თუ ვინ არის მეორე ფრონტის მოსურვე, ვინ არის საიდუმლოდ უცხოეთის ძალებიდან ფულების ჩარიცხვის მოსურვე და ა.შ... მარტის მოვლენებს თავისი დადებითი, პოზიტიური შედეგები ჰქონდა, ეს ჩვენ ბევრჯერ ვთქვით. ეს კანონი მოქმედებს პრაქტიკულად. უკვე აღარ გაიყიდება ისე, რომ დეპოლარიზაციის პრობლემა დაბრალდეს ქართულ ხელისუფლებას“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |