გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის კომიტეტის შეფასებაა და შემაშფოთებელია „დემოკრატიის მექაში” არსებული ვითარება. გუანტანამოს თემამ, კიდევ ერთხელ გაიჟღერა და საგანგაშოა, რომ ამერიკის არამოქალაქეების დაკავება და სამართლიან მართლმსაჯულებასთან წვდომა ეზღუდებათ," - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ სახ-დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოსამართლეებს ასანქცირებს, არარსებული არგუმენტებით და ამერიკის ყოფილი ელჩი, დემოკრატიაზე ისე ხელაღებით გვესაუბრება, რომ საკუთარ თვალში დირეებს არ იმჩნევს.
„გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის კომიტეტის შეფასებაა და შემაშფოთებელია “დემოკრატიის მექაში” არსებული ვითარება. გუანტანამოს თემამ, კიდევ ერთხელ გაიჟღერა და საგანგაშოა, რომ ამერიკის არამოქალაქეების დაკავება და სამართლიან მართლმსაჯულებასთან წვდომა ეზღუდებათ.
ასევე, თვალთვალი, არჩევნებში ხმის მიცემის შეზღუდვა, რასობრივი დისკრიმინაცია და უამრავი სისტემური დარღვევა ფიქსირდება, რასაც თვითონ შტატები ნაკლებად აღიარებს.
სამწუხაროა, რომ სახ-დეპარტამენტი უცხო ქვეყნის მოსამართლეებს ასანქცირებს, არარსებული არგუმენტებით და ამერიკის ყოფილი ელჩი, დემოკრატიაზე ისე ხელაღებით გვესაუბრება, რომ საკუთარ თვალში დირეებს არ იმჩნევს. ორმაგი სტანდარტებია, რაც ყველაზე მეტად ანტი-დასავლურ განწყობებს აღვივებს.“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |