პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი განცხადება იქნება პოზიტიური სიგნალი რუსეთისათვის. ეს იქნება რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
283 11 სექტემბერი 2023, 20:11
„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ბორელის ვიზიტი საქართველოში ჩემთვის კარგი სიგნალია, რაც ჩემი აზრი ადასტურებს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ - ეს ნამდვილად მისასალმებელია“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა, გადაცემაში „პოლიტიკურ პოსტი“ განაცხადა.

როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, ის ესწრებოდა ბორელთან შეხვედრას პარლამენტში, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო გარკვეული კრიტერიუმებით არა მარტო მოლდოვას და უკრაინას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც უსწრებს.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ბორელის ვიზიტი საქართველოში ჩემთვის კარგი სიგნალია, რაც ჩემი აზრი ადასტურებს ევროკავშირის განსაკუთრებულ ინტერესს საქართველოს მიმართ - ეს ნამდვილად მისასალმებელია. მაგრამ ბორელის გზავნილები, რომელიც მან გააჟღერა ჩემი აზრით, ცოტათი გაუგებარია და იმ ღირებულებებს რასაც ევროკავშირი ეფუძნება, არ ეკადრება მსგავსი ტიპის გამონათქვამები და შენიშვნები საქართველოს მიმართ. მოდით, მის გაჟღერებულ გზავნილებს გავყვეთ. პირველი რასაც ამბობს, ეს არის რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია დამსახურებაზეა დაფუძნებული და თქვენც უნდა დაიმსახუროთო, ეს ერთ-ერთი უსამართლო გზავნილია საქართველოს მიმართ იმიტომ, რომ პრემიერმაც აღნიშნა და რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობამ, ყველამ იცის, რომ სტატუსის მინიჭება მხოლოდ დამსახურებაზე არაა დამოკიდებული - ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. 

უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, ასე ვთქვათ, ავანსად ეს სტატუსი, როცა არცერთი რეკომენდაცია არ ჰქონდათ შესრულებული. რეკომენდაციებს თავი რომ დავანებოთ, ყველა კრიტერიუმებით მათ საქართველო წინ უსწრებდა. მე ვესწრებოდი ბორელთან შეხვედრას პარლამენტში და იქ იყო საუბარი, რომ გარკვეული კრიტერიუმებით საქართველო ბევრს უსწრებს არა მარტო, მოლდოვას და უკრაინას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც. იქ აღნიშნა, რომ საქმე ეხებოდა არა მხოლოდ ეკონომიკურ მიღწევებს, თუმცა ისეთ კრიტერიუმებს, როგორიც არის სასამართლო დამოუკიდებლობა და ნდობა სასამართლოს მიმართ, საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა და ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას უსწრებს. მაშ, სად არის ევროკავშირის ნაქები სამართლიანობა? ეს არის თანამშრომლობაზე ან დამსახურებაზე დაფუძნებული პარტნიორობა? ეს არის ერთ-ერთი უსამართლო დამოკიდებულება. საერთაშორისო კვლევების მიხედვით, ევროკავშირში სასამართლოს მიმართ ნდობა აქვს მოსახლეობის 53%-ს ზოგადი მაჩვენებლით. საქართველოში ეს მაჩვენებელი 52-%-ია. ახლა წარმოიდგინეთ სულ რაღაც 1%-ია სხვაობა. ამ სიტუაციაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ უზარმაზარი ცვლილებები უნდა ჩავატაროთ სასამართლო სისტემაში? ეს არაა სამართლიანი, ამას ყველა ხედავს და სწორედ ამაზე მიუთითა პრემიერმა ბორელს. როდესაც ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ საქართველო უნდა იყოს თავსებადი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და ერთი-ერთში გაიმეოროს მათი პოლიტიკა, ბორელმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთთან პირდაპირ ფრენების აღდგენის შესახებ, აქაც კიდევ ერთი უსამართლო დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტია. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველო არის უსაფრთხოების ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე იმიტომ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. რუსული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზე დგას და ასეთ პირობებში გვეუბნებიან, რომ ჩვენ მოვახდინოთ რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია. ფრენები, რომელიც ჩვენ მიერ არ შეწყვეტილა, მოგვიწოდებენ ჩვენ შევწყვიტოთ ეს ფრენები, მაშინ როდესაც 2019 წელს რუსეთმა შეწყვიტა ეს ფრენები და მაშინ ევროკავშირის, აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირები რუსეთს მოუწოდებდნენ ამ ქმედებიდან თავი შეეკავებინათ.

რა შეიცვალა დღეს? გასაგებია, რომ დღეს ომი უკრაინასთან არის, მაგრამ ჩვენ 2008 წელს ომი უკვე გადატანილი გვქონდა. მაშინ თუ გვეუბნებიან, რომ 2019 წელს ეს იყო დისკრიმინაციული მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ და რუსეთს არ უნდა შეეწყვიტა ფრენები, ახლა, თვითონ საკუთარი სურვილით აღადგინა ეს ფრენები. ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ესკალაცია მოვახდინოთ რუსეთთან დაძაბულობის? სანქციები დავაწესოთ, ანუ რასაც მოგვიწოდებენ ეს არ არის ორმაგი სტანდარტი და ესკალაციის გაძლიერება. ჩვენი უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნის მცდელობა არ არის? ესეც ორმაგი სტანდარტია. ევროკავშირი, რომელიც უსაფრთხოების, მშვიდობის, სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი უნდა იყოს (თავიდანვე ევროკავშირი რატომ შეიქმნა, რომ მშვიდობის უზრუნველყოფა მოეხდინა ევროპის რეგიონში) თავისი სადამფუძნებლო პრინციპების წინააღმდეგ მოგვიწოდებენ - არ არის ეს სწორი. სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, გახსოვთ, რომ მთელი წლის მანძილზე მოდიოდა საქართველოს წინააღმდეგ ფეიკ-კამპანია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ საქართველოს თურმე სანქციების გვერდის ავლისათვის იყენებენ. მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო ამაზე საუბარი. ჩამოვიდნენ ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, ევროკავშირიდან უმაღლესი თანამდებობის პირები და ცალსახად დაადასტურეს, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ არ გამოიყენონ საქართველოს ტერიტორია ამ დასანქცირებული ტვირთების გვერდის ავლისათვის. არამედ, აღნიშნეს საქართველოს გამოცდილების გაზიარებაც კი შესაძლებელია. 

ბოლოდროინდელი სტატისტიკა არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით მაისის ბოლოსათვის, 2000 არასანქცირებული ტვირთი გააჩერა საქართველოს საბაჟომ, მათ შორის, იყო ტვირთვები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში მიდიოდა ან მოდიოდა. ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სანქციებს და გვთხოვენ, რომ რუსეთთან დავაწესოთ სანქციები, ანუ ორმხრივ ვაჭრობაში (სანქციების დაწესების მიზანი არის რა, რამენაირად დისკომფორტი მიაყენო პარტნიორს) ამ შემთხვევაში რა დისკომფორტი უნდა მიაყენოს საქართველომ რუსეთს ვაჭრობის აკრძალვით? როდესაც რუსეთის მთლიანი ვაჭრობის 0,3 % -ია ჩვენი ვაჭრობა, ამავე დროს, ჩვენი მეწარმეებისთვის და ხალხისთვის ეს უდიდესი დარტყმა იქნება. მაშინ, როდესაც ევროკავშირი დღემდე აგრძელებს ვაჭრობას რუსეთთან და რაც ევროკავშირი ვაჭრობს რუსეთთან 4 დღის განმავლობაში (დღეში დაახლოებით 700 მილიონი), იმას ვაჭრობს საქართველო მთელი წლის განმავლობაში. თუ რუსეთის იზოლირება და დასუსტება უნდათ, პირველ რიგში თვითონ შეზღუდონ თავიდან ბოლომდე ვაჭრობა, მაგრამ ამას ვერ და არ აკეთებენ პრაგმატული მიზნებიდან გამომდინარე, მაშინ რატომ სთხოვენ საქართველოს? 

გარდა ამისა, ერთი მომენტი იყო, როდესაც ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველო არ უერთდება ყველა იმ განცხადებას საგარეო ურთიერთობების სფეროში, რასაც ევროკავშირი ავრცელებს. მინდა გითხრათ, ევროკავშირი ამ მაჩვენებელში არ თვლის იმ განცხადებებს, რომელსაც საქართველო უერთდება, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, სადაც განცხადება გაკეთებული აქვს ევროკავშირს და თუ ამ განცხადებებს ჩავთვლით, მაშინ საქართველოს მიერთება ევროკავშირის განცხადებებთან 76%-ია, ამ მაჩვენებლის გარეშე 56%-ია. ამას გვიკიჟინებენ მაშინ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამას იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ ჩვენი ტერიტორიების 20%-ი ოკუპირებულია და ჩვენ ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე არ ვართ ისე თავისუფალი იმიტომ, რომ არ გვაქვს ეს უსაფრთხოების ქოლგა, არც არავითარი გარანტი. მაშინ, როდესაც აშშ-ს საგარეო პოლიტიკაში აქვს ასეთი განცხადება გაკეთებული, რომ აშშ-ს დახმარებას ვერ მიიღებენ ის ქვეყნები, ვინც აღიარებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, მსგავს განცხადებას ევროკავშირი არ აკეთებს. მაშინ რა უფლება აქვს ჩვენგან მოითხოვოს უპირობო მხარდაჭერა. ბორელმა გამოაცხადა სამი გზავნილი მაქვსო და მესამე გზავნილი იყო - ევროკავშირი ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობასო. გასაგებია, დიდი მადლობა, ნამდვილად დიდ ძალისხმევას სწევს ევროკავშირი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, იქნება ეს დახმარებები თუ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც სტაბილურობის თუ უსაფრთხოების ძალიან მნიშვნელოვანი გარანტიაა ადგილზე. ამის მიუხედავად გვთხოვენ ასეთი განცხადებების გაკეთებას. პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ მოითხოვა სამართლიანი მიდგომა და ძალიან მკაფიოდ განაცხადა იმის შესახებ, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი განცხადება იქნება პოზიტიური სიგნალი რუსეთისათვის. ეს იქნება რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა. ცოტა ზემოდან რომ გადავხედოთ ამ სიტუაციას და ლოგიკურად მივყვეთ, ვის ინტერესებშია საქართველომ მიიღოს სტატუსი? ჩვენი, მმართველის პარტიის, აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესებში ნამდვილად არის. ვის არ უნდა სტატუსი რომ მივიღოთ? ოპოზიციას, გლობალური ომის პარტიას და ეს არის მათ ინტერესში და კიდევ არ უნდა რუსეთს, რომ მივიღოთ ეს სტატუსი. ე.ი. რა გამოდის, რომელი უფრო პრორუსია? ოპოზიცია და რადიკალური ფრთა, გლობალური ომის პარტია თუ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ყველანაირად ყველა ძალ-ღონეს იყენებს, რომ სტატუსი მივიღოთ“., - განაცხადა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი