ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიაზე: ამისთვის სინდისი იქ დამთავრდა ჯერ მელიას ზვარაკად რომ შეეწირა, მერე მერის არჩევნებზე კალაძეს რომ დაუპირისპირდა და ბოლოს რეგიონებში ჩამოაყალიბა კოალიცია ნაცებთან ერთად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
197 06 სექტემბერი 2023, 17:17
„მელიას “ბულკი” გამოჩნდა, თუმცა არსადაც არ ყოფილა წასული, ყოველთვის ნაც-მოძრაობის ორბიტაზე ბზრიალებდა…ამისთვის სინდისი და მორალი იქ დამთავრდა ჯერ მელიას ზვარაკად რომ შეეწირა, მერე მერის არჩევნებზე კახი კალაძეს რომ დაუპირისპირდა და ბოლოს რეგიონებში ჩამოაყალიბა კოალიცია ნაცებთან ერთად,“ - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „კურიერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, შეხვედრაზე, სადაც გიორგი ვაშაძე და ლევან ხაბეიშვილი კრის სოჩას ბიძინა ივანიშვილის სანქცირებზე ესაუბრებოდნენ, მოულოდნელად, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარიაც გამოჩნდა.
ქადაგიძის თქმით, გიორგი გახარიას ისღა დარჩენია საკუთარი ელექტორალური მხარდაჭერა, რადიკალიზმითა და უცხოური ბენეფიციარობით აიმაღლოს.
„მელიას “ბულკი” გამოჩნდა, თუმცა არსადაც არ ყოფილა წასული, ყოველთვის ნაც-მოძრაობის ორბიტაზე ბზრიალებდა… ამისთვის სინდისი და მორალი იქ დამთავრდა ჯერ მელიას ზვარაკად, რომ შეეწირა მერე მერის არჩევნებზე კახი კალაძეს, რომ დაუპირისპირდა და ბოლოს რეგიონებში ჩამოაყალიბა კოალიცია ნაცებთან ერთად… ახლა, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, ეს პატარა კომპლექსიანი დოქსოპულო, თუმცა რა ქნას ამ საცოდავმაც, დაიბარეს დიდმა ბიძიებმა და უთხრეს: იმუშავებ ჩვენზე, შაშჭამ თუ არა და… მოკლედ, ნაცებისგან სახელდებული “თვალთხარია”, ნაცებისგანვე განიბანა და ახლა ისღა დარჩენია საკუთარი “პლინტუს ქვევითა” რეპუტაცია და ელექტორალური მხარდაჭერა, რადიკალიზმითა და უცხოური ბენეფიციარობით აიმაღლოს… თუმცა ნათქვამია: ყველაფრისგან, როგორც სალამური არ ითლება, ისე შენგან კაცი და ლიდერი აღარ გამოიძერწება. ასე რომ მიდი, ხაბეიშვილს თუ გაეჯიბრები იდიოტობაში…“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი