როდესაც უხარისო ვაშლიდან დაწყებული თხილით დამთავრებული, ყველაფრის სუბსიდირება ხდება, მათ შორის უცხოელ პოპ-მომღერალთა კონცერტების, რა დააშავა ნაკელმა? - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ნაკელი აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ამდიდრებს მას მცენარისათვის საჭირო საკვები ნივთიერებებით და ხელს უწყობს ბიოლოგიური თვისებების გაუმჯობესებას.
ნაკელი ძირითადი ორგანული სასუქია. ის წარმოადგენს ცხოველის მაგარ და თხევად გამონაყოფთა ნარევს საფენთან, რომელსაც განუცდია ნაწილობრივ ლპობა.
როდესაც უხარისო ვაშლიდან დაწყებული თხილით დამთავრებული, ყველაფრის სუბსიდირება ხდება, მათ შორის უცხოელ პოპ-მომღერალთა კონცერტების, რა დააშავა ნაკელმა? მივმართავ მთავრობას, ნიადაგში შეტანილ ყოველ ერთ კილოგრამ ნაკელზე გაიცეს 10 თეთრი სუბსიდიის სახით. ამით აღორძინდება ნაკელის წარმოება და ქართული სუბსიდირების მაგალითები სახელს გაუთქვამს ქვეყანას მსოფლიო მასშტაბით. იგი ტურისტების მოსაზიდადაც შეიძლება იქნას გამოყენებული
ნუ ჩაგრავთ ნაკელს, მეტად საჭირო რამ არის!:)))“- წერს გოცირიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |