190
04 სექტემბერი 2023, 12:51
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებას ეხმიანება, რომელიც თვლის, რომ „პრეზიდენტის იმპიჩმენტი არ არის სწორი გადაწყვეტილება“.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დევიდ კრამერი გახლავთ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის მთავარი ხელშემწყობი საქართველოში.
“დღეს თბილისში ქართული რადიკალიზმის, პოლარიზაციისა და კოლექტიური ნაც-მოძრაობის ლობისტების შეკრებაა, სადაც მთელი დღის განმავლობაში იმსჯელებენ, როგორ მოახდინონ ხელისუფლების უზურპაცია, თუმცა პრობლემატურია ის საკითხი, რომ არჩევნების გზით ასეთი ფორმაციის ოპოზიცია ხელისუფლებაში ვერასდროს მოვა და იქნებ შემოვლითი გზებით ეცადათ.
ჰოდა მაგ შემოვლით გზებზე იქნება საუბარი დღეს კონფერენციაზე, რომელსაც ძალიან “მსუყე” სახელი შეურჩიეს, რეალური მიზნების შენიღბვისთვის-“პუტინიზმის დამარცხება”…
პუტინს ამარცხებენ, ოღონდ საკუთარი ინტერესების ხარჯზე არა, აი საქართველო კარგი საზარბაზნე ხორცია და გლობალური ომის პარტიის ინტერესებს თუ შეეწირება კარგია. სამწუხაროდ, მათ ამაში დღევანდელი ხელისუფლება უშლით ხელს და ეგ არის ყველაზე დიდი წინაღობა მათთვის.
ფოტოზეა დღევანდელი დღის განსაკუთრებული მოვლენა, ამერიკის ჩრდილოვან-ელიტური გავლენებისა და ლობიზმის კორიფე კრამერი.
ხომ ეტყობა ახლა ამას, რომ ქართული კონსტიტუცია სულ ფეხებზე ჰკიდია და ეკიდა მაშინაც, როდესაც მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვდა, მერე სააკაშვილის გაყვანას ჰუმანიტარული მისიით, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზეც საუბრობდა, ოღონდ რეალურ მიზეზს ვერ ასახელებდა.
მოკლედ, ეს კაცი გახლავთ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის მთავარი ხელშემწყობი საქართველოში, რომელსაც ეს ქვეყანა, მისი კანონები და ეროვნული ინტერესები, სულ მწვანე ფრანკლინზე ჰკიდია…
გაინტერესებთ, გლობალური ომის პარტიის ხილული საზოგადოება გინდ შინაური და გარეული?
დააკვირდით დღევანდელ კონფერენციას!”-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |