ლევან ნიკოლეიშვილი მაკეინის და ბუშის ინსტიტუტების მიერ დაორგანიზებულ კონფერენციაზე- დონალდ ტრამპს ბოკერიაზე უარესი არაფერი გაუკეთებია, რაზეც ბრალი წარუდგინეს, ჰოდა პატივცემულო პანელელებო, სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად კონფერენციების ჩატარება არ გიტყდებათ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
243 04 სექტემბერი 2023, 11:06
დღეს თბილისში, კერძოდ სასტუმრო "სტამბაში"  მაკეინის და ბუშის ინსტიტუტების მიერ დაორგანიზებული კონფერენცია იწყება.  ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღება, იქ იქნება-ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

“დღეს თბილისში, კერძოდ სასტუმრო "სტამბაში"  მაკეინის და ბუშის ინსტიტუტების მიერ დაორგანიზებული კონფერენცია იწყება.  ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყანა ეზიზღება, იქ იქნება - დაწყებული ქართველი აგენტებიდან, დამთავრებული მათი უცხოელი "კოლეგებით" და უფროს-პატრონებით. გიგაური, ხუციშვილი, ბოკერია, კრამერი, ჰოჯესი, პავილიონისი და ა.შ.... ბევრ საუბარს აღარ დავიწყებ იმაზე, რა მიზანი ამოძრავებთ "გლობალური ომის პარტიის" წარმომადგენლებს, ისედაც ყველამ ვიცით, რომ ჩამოთვლილი სახელ/გვარების მიზანი ჩვენ ქვეყანაში ომის განახალებაა ყველაფრის ფასად. მე მაქვს ერთი კონკრეტული კითხვა - კრამერი, ჰოჯესი და ძმანი მისნი გიგა ბოკერიას გვერდით რომ დგანან, დონალდ ტრამპს ბოკერიაზე უარესი არაფერი გაუკეთებია, რაზეც ბრალი წარუდგინეს. ამერიკული სტანდარტით, როგორც ტრამპმა, ასევე ბოკერიამ იცოდნენ, რომ
არჩევნები წაგებული ჰქონდათ, მაგრამ მაინც საპირისპიროს ამტკიცებდნენ სიტყვით და ქმედებით. ჰოდა, პატივცემულო პანელელებო, თქვენივე სტანდარტით სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად კონფერენციების ჩატარება არ გიტყდებათ? სწორედ ამ ორმაგი სტანდარტების და ქართველი ხალხის შეურაცხყოფისთვის - მუდამ გეყოფათ "მცირე სასტუმროები" თქვენი ფარისევლური შეკრების ჩასატარებლად. ეგაა თქვენი მასშტაბი”, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი