The Economist-ში დაიწერა მიშაზე და ეს მავნებლები თურმე აზრზეც არ იყვნენ: იჯდა ვიღაც ტიპი, უცბად გაუნათდა გონება და დაწერა მსოფლიოში ყველაზე წყალწაღებულ და ღირსება დაკარგულ, მივიწყებულ პოლიტიკოსზე და ამით რა მოიგო? არაფერი? თუ საკმაოდ კარგი ფული?”
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
247 02 სექტემბერი 2023, 18:25
“გვარამიას ეს „სიაფანდი“ აღტაცება-გაკვირვება, მართლაც პატარ ცუგრუმელებს მაგონებს, ხედავ რა მომხდარა The Economist-ში დაიწერა მიშაზე და ეს მავნებლები თურმე აზრზეც არ იყვნენ: იჯდა ვიღაც ტიპი და ფიქრობდა რა დავწეროო და უცბად გაუნათდა გონება და დაწერა მსოფლიოში ყველაზე წყალწაღებულ და ღირსება დაკარგულ, მივიწყებულ პოლიტიკოსზე”-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას პოსტის შესახებ, რომელიც “The Economist”- ის მიერ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. 

“The Economist-ის ნურც ავტორით და ნურც სტატიითა გააოცებ დღეს ვინმეს საქართველოში, თან თუ ეს ყველაფერი „ტანჯულ“ ავანტიურისტ სააკაშვილს ეხება. მისი საქართველოში შემოპარვა-შემოგდების დღიდან უამრავი ლობისტური კომპანია მუშაობს. ახლა ლობისტებსაც ვერ გავამტყუნებ ბოლომდე, მილიონების საფასურად რას არ აკეთებენ (ალბათ მომავალშიც გააკეთებენ), სხვადასხვა ამბებს შემოაგდებდნენ ხოლმე ხან მიშა ქვეყნის გადამრჩენი, ხან უვადოდ მოშიმშილე, ხან სასტიკად ნაწამები, ხან დასუსტებულ-სიკვდილის პირას მისული, ხან მხოლოდ უკრაინის განთავისუფლებისთვის მებრძოლი, ქართულ პოლიტიკაზე უარის მთქმელი და ისევ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების მსურველი, ევროპარლამენტარების სატკივარი, მკვდარი და ცოცხალი, ცოცხალ-მკვდარი. „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს განა,“ აქვე არის ამერიკული „FARA.“ გვახსოვს, გვახსოვს „FARA“-მ, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროზე გვერდზე, როგორ გამოაქვეყნა ლობისტური კომპანიის მიერ განხორციელებული აქტივობები, თავის დაფინანსების მონიშვნებით, დაწყებული გიორგი მარგველაშვილით დაწყებული  აშშ-ს საელჩოს თანამშრომელ Mr. ელიოტით დამთავრებული. ასე, რომ გვარამიას ეს „სიაფანდი“ აღტაცება-გაკვირვება, მართლაც პატარ ცუგრუმელებს მაგონებს, სელფს რომ უღებენ ერთმანეთს და იპრანჭებიან, კეკლუცობენ, რაღაც უცნაურად იღიმებიან, თან ისე რომ თითქოს აზრზე არ არიან, რომ ვინმე უღებს-აუ, ხედავ რა მომხდარა The Economist-ში დაიწერა მიშაზე და ეს მავნებლები თურმე აზრზეც არ იყვნენ: იჯდა ვიღაც ტიპი და ფიქრობდა რა დავწეროო და უცბად გაუნათდა გონება და დაწერა მსოფლიოში ყველაზე წყალწაღებულ და ღირსება დაკარგულ, მივიწყებულ პოლიტიკოსზე და ამით რა მოიგო? არაფერი? თუ საკმაოდ კარგი ფული?”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი