თამთა მეგრელიშვილი სალომე ზურაბიშვილზე: იცოდა უარს ეტყოდნენ, მთავრობის ადმინისტრაციის ცალსახა უარის მიუხედავად მაინც წავიდა! კიდევ არის კითხვები? ვფიქრობ არა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
274 31 აგვისტო 2023, 11:03
"ხალხის ძალის" წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ უცხოეთში ვიზიტებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას. 

მეგრელიშვილს მოჰყავს სალომე ზურაბიშვილისთვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე ნათქვამი უარი და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა, ის მაინც წავიდა. 


“გერმანიაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტაციას მომართა 12 ივლისს, 3 აგვისტოს  ვიზიტზე  ეთქვა უარი. სხვა ქვეყნებზეც მარტივად და გასაგებად დავწერ: 
ბელგიის სამეფო - 4 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
ბულგარეთის რესპუბლიკა - 4 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
დანიის სამეფო - 8 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
არაბთა გაერთიანებული საამიროები -10 აგვისტოს მიმართა - 14 აგვისტოს უარი ეთქვა;
ისრაელის სახელმწიფო - 8 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
პოლონეთის რესპუბლიკა - 4 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
შვეიცარიის კონფედერაცია - 16 აგვისტოს მიმართა - 22 აგვისტოს უარი ეთქვა;
ჩეხეთის რესპუბლიკა - 8 აგვისტოს მიმართა - 9 აგვისტოს უარი ეთქვა;
უკრაინა - 19 ივლისს მიმართა - 3 აგვისტოს უარი ეთქვა.
ანუ მიღებული ქონდა უარი და მაინც წავიდა!
ის კი არა, რომ იცოდა უარს ეტყოდნენ,
მთავრობის ადმინისტრაციის ცალსახა უარის მიუხედავად მაინც წავიდა!
კიდევ არის კითხვები, ვფიქრობ არა!” - წერს მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი