ანა წითლიძეს ყოფილი რძალი ქალთა მიმართ ძალადობის დაფარვაში ადანაშაულებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
308 27 აგვისტო 2023, 18:51

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” პარლამენტის წევრს ანა წითლიძეს ყოფილი რძალი (ძმის ყოფილი ცოლი) გვანცა ამურველაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის დაფარვაში ადანაშაულებს. ამურველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერ წევრს ქალთა უფლებებზე პარლამენტიდან საუბრის პარალელურად მისი ძმის მიერ მცირეწლოვანის თანდასწრებით ჩადენილ ძალადობის ფაქტს ახსენებს.

,,შენმა ძმამ ორჯერ მცემა ქუჩაში ბავშვით ხელში, ამას გწერ და ნახ***-ზე მიშვებ. მაგრად დაიცავი ქალების უფლებები პარლამენტიდან, მთავარია შენი ძმის მძ***-რი დამალო და დაფარო. პასუხი მაინც გაგეცა. ასე ყ..-ზე დაკიდება ჩემი ფიზიკის და ფსიქიკის რანაირად თავსდება შენს ფილოსოფიასა და ადამიანობაში? ახლაც ამაყობ ჩემით და ახლაც ლამაზი ვარ? თუ მხოლოდ მაშინ, როცა მძ***-რს ვმალავდი? Ana Tsitlidze”, - წერს ანა წითლიძის მისამართით ყოფილი რძალი გვანცა ამურველაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი