საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო, ამიტომ ეს პირები რჩებიან ლარსის სასაზღვრო პუნქტში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, უკრაინული მედია ცრუ ინფორმაციის გავრცელების გზით ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
„უკრაინული მედია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს დაახლოებით ასეთი განცხადებით: თითქოს საქართველოს საზღვარზე „გაიჭედნენ“ უკრაინელები რომლებიც რუსეთში გადაიყვანეს.
სინამდვილეში საქართველოს საზღვართან მყოფი პირები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ საპატიმრო დაწესებულებაში, ფლობენ უკრაინის შიდა პასპორტებს, თუმცა საჭიროა მათი იდენტიფიცირება და უკრაინის შესაბამისი უწყებებიდან ნებართვების აღება, რასაც სჭირდება დამატებითი დრო და საკითხის გადაწყვეტამდე პირები რჩებიან ლარსის სასაზღვრო პუნქტის ბუფერულ ზონაში.
სამწუხაროდ, ქართული სახელმწიფოს მიმართ ისევ გრძელდება უკრაინის მხრიდან არაჯანსაღი დამოკიდებულება, არადა საქართველომ ყველაფერი გააკეთა და დღესაც აკეთებს უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს დასახმარებლად“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |