ლევან ნიკოლეიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი, რომლის დროსაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მაქსიმალურ მაჩვენებელზე გავიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
270 22 აგვისტო 2023, 11:41

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, საქართველოში 2009-2022 წლებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველ დიაგრამას, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, უცხოურმა ინვესტიციებმა მაქსიმალურ მაჩვენებელს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მიაღწია, რაც დიაგრამაზეც არის ნაჩვენები.

ექსპერტი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნულის მიღწევა ღარიბაშვილის მთავრობამ, კოვიდით გამოწვეული კრიზისის შემდეგ შეძლო.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის პრემიერი, რომლის დროსაც საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მაქსიმალურ მაჩვენებელზე გავიდა. ეს მიღწევა განსაკუთრებით დასაფასებელია იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ღარიბაშვილის მთავრობამ დააღწია თავი კოვიდის უმძიმეს კრიზისს და ქვეყანა ამოიყვანა ჭაობიდან.” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი