დავით ჩიხელიძე: ოპონენტთა ქცევა მაფიქრებინებს, რომ ჩემ მიერ გაჟღერებული ინფორმაციით დიდი ტყუილის მხილება დაიწყო, რამაც ოპონენტებში პანიკა გამოიწვია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 22 აგვისტო 2023, 10:53

ჩემ მიერ, გუშინ გამართულ ბრიფინგს, ოპონენტების მხრიდან მოსალოდნელი, მაგრამ არაჯანსაღი რეაქცია მოჰყვა, მათ ჩემს მიერ გაკეთებულ, კანონიერ მოწოდებას და აუდიტის სამსახურისადმი მიმართვას, მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების და პარტიების ფინანსების შემოწმება დასავლური დაფინანსების დისკრედიტაცია უწოდეს, - ამის შესახებ „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურისთვის მიმართვაზე ოპონენტების რეაქცია იმაზე მეტყველებს, რომ დიდი ტყუილის მხილება დაიწყო. ჩიხელიძის განმარტებით, მისი მოთხოვნა გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობის ზრდას და არა მათი დაფინანსების შეზღუდვას.


„ოპონენტების ზღვარგადასული პანიკა და შფოთი ზუსტი ინდიკატორია, რომ საქმე უკანონობასთან გვაქვს! სამწუხაროდ ამ ადამიანებს სიმართლის ეშინიათ, უფრო მეტიც სიმართლის დანახვა არ სურთ, ბრიფინგის დროს, ერთ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ჩემი მოთხოვნა, ერთგვარად ხომ არ ნიშნავდა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ერთგვარ შეზღუდვას, რაზეც ხაზგასმით ვუპასუხე, რომ დაფინანსების შეზღუდვას არ მოვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ მოხდეს ფინანსების გამჭვირვალობის ზრდა და მისი მიზნობრივი გახარჯვა. აქედან კარგად ჩანს, რომ ჩემი მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების დისკრედიტაცია არ ხდება. ზოგადად ცხოვრების პრინციპია, როდესაც შენ სუფთა ხარ კითხვის ნიშნების არ გეშინია და პანიკა არ გიპყრობს, ჩვენ კი საპირისპირო სურათი მივიღეთ, არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ოპონენტთა ქცევა მაფიქრებინებს, რომ ჩემ მიერ გაჟღებული ინფორმაციით, დიდი ტყუილის მხილება დაიწყო, რამაც ოპონენტებში პანიკა გამოიწვია!” - წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.


„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელი, დავით ჩიხელიძე აუდიტის სამსახურისგან ითხოვს, ოპერატიულ ვადებში შეისწავლონ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების რეგულირების საკითხი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი