323
19 აგვისტო 2023, 15:33
რას არ იკადრებენ ადამიანები საპარლამენტო სიაში მოსახვედრად. კატები ამას არ ვიკადრებდით, ჩვენი პარლამენტი რომ გვქონდესო, თქვა ჩემმა კატამ, ცალი თვალით ტელევიზორს გახედა და ამოიოხრა - წერს "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელსში:
"რას არ იკადრებენ ადამიანები საპარლამენტო სიაში მოსახვედრად. კატები ამას არ ვიკადრებდით, ჩვენი პარლამენტი რომ გვქონდესო, თქვა ჩემმა კატამ, ცალი თვალით ტელევიზორს გახედა და ამოიოხრა.“თაგვებს მაინც ვჭამდეთ, ვახრაშუნებთ რაღაცას და არც კი ვიცით, რა არის. მთლად გადაგვაგვარეს ოჯახის კატები. კატობასაც რომ გვართმევენ”?
ზის და მიირთმევს მშრალ საკვებს და ხრაშა-ხრუში გაუდის აქაურობას."- წერს გოცირიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |