ანდრია გვიდიანი: „ეკონომიკური წარღვნის“ ნაცვლად, რუსეთის ეკონომიკა უშუალოდ ომის წელს მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა, ხოლო შემდგომ წლებში, მსოფლიო ბანკი არათუ ეკონომიკური რეცესიას, არამედ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
361 18 აგვისტო 2023, 16:27

ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ მონაცემებს სოციალურ ქსელში აფასებს.

გვიდიანის თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიუხედავად, მსოფლიო ბანკი ამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მისი განცხადებით, ამ მოცემულობას რაციონალურად თვალის გასწორება სჭირდება, ვინაიდან რუსეთმა შეძლო საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის გადაწყობა.

„ეს მსოფლიო ბანკის განახლებული მონაცემებია. როგორც ხედავთ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული „დამანგრეველი" სანქციების დაუსრულებელი სერია უშედეგო აღმოჩნდა. დაანონსებული "ეკონომიკური წარღვნის" ნაცვლად, რუსეთის ეკონომიკა უშუალოდ ომის წელს მხოლოდ -2.1%-ით შემცირდა, ხოლო შემდგომ წლებში, მსოფლიო ბანკი არათუ ეკონომიკური რეცესიას, არამედ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. მოგვწონს თუ არა, ასეთია მოცემულობა, რომელსაც ემოციები და გულზე მჯიღების ცემა კი არა, არამედ რაციონალურად თვალის გასწორება სჭირდება.

სიმართლე რომ ვთქვა, ეს ჩემთვის მოულოდნელობა არც ყოფილა. არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, რუსეთმა სწრაფად შეძლო საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრება და ახალი მოკავშირეების პოვნა. მათ შორის გასაღების ბაზრების დივერსიფიკაცია და ა.შ (ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი და სხვა).

გარდა ამისა, მაშინ, როცა დასავლელი ლიდერებისგან საჯარო განცხადებებით ერთი გვესმის, ხოლო საქმით მეორე კეთდება, ცხადია რთულია გულწრფელობაში ეჭვი არ შეგეპაროს.

მაშინ როცა, დიდი ტაშ-ფანდურით ვიგებთ სანქციების ახალი და ახლა უკვე „საბოლოოდ" დამანგრეველი პაკეტის შესახებ:

ომის მიმდინარეობის დროს 2022 წელს 2021 წელთან შედარებით გაიზარდა ევროკავშირის და რუსეთის ვაჭრობა - წყარო: https://www.statista.com/statistics/263634/trade-balance-of-goods-in-russia/;

ევროკავშირის რიგმა სახელმწიფოებმა ასევე გაზარდეს რუსეთში მთელი რიგი პროდუქციის ექსპორტიც - წყარო: https://www.statista.com/statistics/263634/trade-balance-of-goods-in-russia/;

არ წყდება აშშ-ის და რუსეთის ვაჭრობა, უფრო მეტიც, იზრდება აშშ-თვის საჭირო პროდუქციის იმპორტი რუსეთიდან (მაგ: სასუქები, ქიმიური შენაერთები და ა.შ.) წყარო: https://www.census.gov/foreign-trade/balance/c4621.html;

ევროკავშირიც და აშშ-იც თავად უვლიან გვერდს საკუთარ დაწესებულ სანქციებს და მაგალითად რუსულ ნავთობს ინდოეთიდან ყიდულობენ - წყარო: https://www.nytimes.com/2023/06/29/business/economy/russia-oil-imports-ban.html;

ევროკავშირიც და აშშ-იც თავად უვლიან გვერდს საკუთარ დაწესებულ სანქციებს და მაგალითად რუსულ ნავთობს ინდოეთიდან ყიდულობენ - წყარო: https://www.nytimes.com/2023/06/29/business/economy/russia-oil-imports-ban.html;

დასავლური კომპანიების და, ზოგადად, G7-ის კომპანიების მხოლოდ 8.5%-მა დატოვა რუსეთი - წყარო:
https://www.politico.eu/article/majority-of-western-companies-continue-business-in-russia-study-finds/;

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კომისარი, ჯოსე ბორელი თავად აცხადებს, რომ ევროკავშირის კომპანიები არღვევენ სანქციებს, ხოლო რაც შეეხება, რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებიდან ყიდვას, ეს თურმე ევროკავშირის იურისდიქციას სცდება - წყარო:
https://www.cnbctv18.com/world/india-russian-oil-import-not-under-eu-jurisdiction-clarifies-foreign-policy-chief-josep-borrell-16726451.htm;

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფარისევლობის ფონზე:

ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს დამაზიანებელი განცხადებები ჩვენი „დაუძინებელი მეგობრებისგან";

კარგად გვახსოვს საქართველოს საქმიანი იმიჯის და რეპუტაციის შემლახავი შეთითხნილი სტატიები;

კარგად გვახსოვს მოწოდებები გაუგებარ სანქციებთან შეერთების თაობაზე;

კარგად გვახსოვს იაფფასიანი ლოზუნგები, რომ თურმე საქართველო უნდა გამხდარიყო "დემოკრატიის დაცვის" ფლაგმანი და საკუთარი ეკონომიკის განადგურების ხარჯზე, სწორედ ჩვენ უნდა გვეტვირთა რუსეთის ჩამოშლის `ისტორიული მისია";

კარგად გვახსოვს იდიოტიზმი, რომ საქართველოდან შეტანილი სარეცხი მანქანით და ფოტოაპარატით სულდგმულობს თურმე რუსული არმია, თან ეს ისეთი ბოდვა იყო, სანქციების ზედამხედველობის ჯგუფმა თავად უარყო;

კარგად გვახსოვს ქვეყნის შიგნით შესაშურად დაგეშილი მეხუთე კოლონის ყეფა საკუთარი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ;

P.S. - ახლა ალბათ გარკვეული დასკვნების გამოსატანად საკმარისი ინფორმაცია უკვე დაგროვდა და რამდენად სწორად გამოვიარეთ, რამდენად გაწონასწორებული იყო საქართველოს ნაბიჯები ამ ყველაფრის მიმართ, შეგიძლიათ თავად განსაჯოთ.” - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი