ირაკლი ლატარია ეკა ბესელიაზე - მახსოვს, როდესაც ფოთში იყო, ტრაილერის მძღოლიც კი იხდიდა წილს - რათა მძღოლად ემუშავა. თუ კი რაიმე არსებობდა ფოთში, ყველაფრიდან იღებდა წილს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
342 18 აგვისტო 2023, 13:00
ხო მაგრამ მაშინ ეს ქალი ოცნებაში არ იყო? და მაშინ კბილებით არ იცავდა ყველას? თუ მაშინ, უბრალოდ ,,ვიგოდა" იყო და დანარჩენი ფეხებზე არ ეკიდა? ისე ცოტა მეცინება რა - ბესელია საუბრობს მორალზე - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია ეკა ბესიელიას მიერ „მთავარი“ არხის ეთერში გაკეთებული განცხადების შესახებ, რომელმაც განაცხადა „""ივანიშვილმა უთხრა, ბოდიში მოუხადე ეკას, თორემ თანამდებობიდან გადაგაყენებო... ხელით მოათრიეს ბოდიშის მოსახდელად... ასე მოიხადა გუშინაც ბოდიში"
 
როგორც ლატარია აღნიშავს, ეკა ბესელია რასაც „მთავარი“ არხის ეთერში საუბრობს არის სრული სიცრუეა, რადგან ირაკლი კობახიძემ მისი ინტერესები არ გაატარა და მოუგო.  


„ხო მაგრამ მაშინ ეს ქალი ოცნებაში არ იყო? და მაშინ კბილებით არ იცავდა ყველას? თუ მაშინ, უბრალოდ ,,ვიგოდა" იყო და დანარჩენი ფეხებზე არ ეკიდა? ისე ცოტა მეცინება რა - ბესელია საუბრობს მორალზე, მაგრამ ეს მე ნაკლებად მაინტერესებს, მე უფრო სხვა რაღაცეები მახსოვს ძალიან კარგად.. მახსოვს, ბესელია როდესაც ფოთში იყო, ტრაილერის მძღოლიც კი იხდიდა წილს - რათა მძღოლად ემუშავა. თუ კი რაიმე არსებობდა ფოთში, ყველაფრიდან ეს ქალი იღებდა წილს და თან იმდენად ღიად, რომ ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ არავინ სჯიდა მას? შემდეგ კი, გვახსოვს საკრებულოს თავმჯდომარის კორუფციული გარიგებები და მისი დაჭერები და ა.შ.. მოკლედ, ქალბატონო ეკა - მაშინ რომ მოგწონდათ და ახლა ვითომ დასცინით, მაგას ობიექტურობა კი არა - გამორჩენა ჰქვია, თან დარწმუნებული ვარ რასაც თქვენ საუბრობთ, არის სრული სიცრუე და რადგან კობახიძემ თქვენი ინტერესები ბოლომდე ჩაკლა და მოგიგოთ, ახლა რაღა დაგრჩენიათ? ენას ხომ ძვალი არა აქვს??!!! ..“ - წერს ლატარია facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი