საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტს რომ ვერაფერი მოუხერხეს და სკანდალური ვერაფერი იპოვეს, ახლა ახალი კამპანია - ირაკლი ღარიბაშვილის კერძო საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გასკანდალურება დაიწყეს,- ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის გარშემო ქართული ოპოზიციის მიერ ატეხილ აჟიოტაჟს.
ქადაგიძის თქმით, როდესაც ოპოზიციამ საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ დოკუმენტს ვერაფერი მოუხერხა, ნარატივი შეცვალა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩინურ კომპანიაში მუშაობაზე დაიწყეს აქცენტის გადატანა.
„სიგიჟეებსაც აქვს ლოგიკა, თუმცა რასაც „გრანტიყლაპიები“ კადრულობენ უკვე ფსკერია. ყველანაირ ხერხსა და მეთოდს მიმართავენ, რომ როგორმე გააბაიბურონ პრემიერის ისტორიული ვიზიტი და გააშავონ საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება - ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა.
საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტს რომ ვერაფერი მოუხერხეს და სკანდალური ვერაფერი იპოვეს, ახლა ახალი კამპანია - ირაკლი ღარიბაშვილის კერძო საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გასკანდალურება დაიწყეს.
არადა ამ კომპანიაში ის მხოლოდ კონსულტანტად მუშაობდა ერთი წელი და კომპანიის ფუნქციონირებასთან არანაირი შემხებლობა ექნებოდა, თუმცა ჩვენმა “გრანტიყლაპია” რადიო თავისუფლებამ ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, მაინც უტიფრად დააკავშირა სტრატეგიული პარტნიორობა და კერძო კომპანია…
მეორე ფოტოზე მონიშნული მაქვს ის აბსურდი, რასაც ეს ჟურნალისტობას ამოფარებული ცუმბუშები კადრულობენ - ანუ, კერძო კომპანია არის ტოქსიკურიო და რატომ გადაწყვიტა მთავრობამ სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთანო. პარადოქსია არა, ერთი კომპანია და მთლიანი ჩინეთი ერთი ყოფილა?!
ალოო, მანდ ჭკუათმყოფელი ხართ ვინმე? რა დონეზე ხართ დაშვებული ვერ ატყობთ?!" - წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |