354
14 აგვისტო 2023, 20:50
ქართველიშვილის თქმით, ეს მოძრაობა შეიქმნა 2020 წელს აშშ-ში დაფუძნებული Black Lives Matter-ის საპირწონედ.
„მოსალოდნელ პროცესებს ეყრება საფუძველი სამყაროში, დიდი ბრიტანეთის ულტრამემარჯვენე დაჯგუფება Patriotic Alternative-მა 9-13 აგვისტოს საფუძველი ჩაუყარა მოძრაობა White Lives Matter-ის დაფუძნებას. სახელწოდებიდან გამომდინარე, ეს მოძრაობა შეიქმნა 2020 წელს აშშ-ში დაფუძნებული Black Lives Matter-ის საპირწონედ.
Patriotic Alternative-ს აგვისტოს აქცია ჩატარდა სახელწოდებით „თეთრების მხარდამჭერი საერთაშორისო დღე“. მოძრაობის აქტივისტებმა შექმნეს კრეატიული ინსტრუმენტები (ბანერები, პლაკატები, გრაფიტი, მაისურები) იმ მოსაზრების გასავრცელებლად, რომ თეთრები წარმოადგენენ დიდი ბრიტანეთის აბორიგენ რასას და მათი უფლებები არაფრით არ ჩამოუვარდება შავკანიანების უფლებებს.
აქციაზე გაჟღერდა შემდეგი ძირითადი ლოზუნგები: „თეთრკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, „ჩვენ ვერ შეგვავიწროებთ“, „ჩვენ არ გვეკითხებით?“ და ა.შ.
აქცია მხარდაჭერილი იქნა მთელ რიგ ქვეყანაში, მათ შორის ავსტრალიაში. აქციას მხარი დაუჭირა შვედეთის ნეონაცისტურმა „წინააღმდეგობის ჩრდილოელმა მოძრაობამ“, რომლის ამოცანებშია ერთიანი ნაციონალ-სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიის, დანიის, ისლანდიის და ბალტიისპირეთის ქვეყნების ბაზაზე.
ასეა თუ ისე, ლიბერალურმა თავხედობამ და აღვირახსნილობამ ჩრდილიდან გამოიყვანა ისეთი ნაცისტური და მემარჯვენე-ცენტრისტული ძალები, როგორც არის მაგალითად Britain First და კელტურ წარმართულ სარწმუნოებაზე დაფუძნებული სხვა დაჯგუფებები. და ეს მხოლოდ დასაწყისია“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |