ირაკლი კობახიძეს უყვარს და სტკივა საქართველო, მისი მშობლიური კუთხე რაჭა და ტრაგედიის ადგილზე უკვე რამდენჯერმე იყო ჩასული, გვერდით ედგა ჩვენს მაშველებს, პოლიციელებს, ექიმებს და ჯარისკაცებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ღირსეულად ემსახურება ხალხს და ქვეყანას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 14 აგვისტო 2023, 18:44
შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან, 11 დღეს გავიდა და 11 წამი არ შეუწყვეტია რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად მედიებს და სამოქალაქო აქტივისტებს ტყუილის და  დეზინფორმაციის გავრცელება. დღესაც აქტიურად ცდილობენ პოლიტიკოსების და სხვადასხვა თანამდებობის პირების გამონათქვამების ,,თარგმნას" და ,,ინტერპრეტაციას", საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უიმედობის და შიშის დანერგვას - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე  “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებს.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ომის და ღალატის პარტიის ყველა მცდელობა, რაიმე პოლიტიკური და ელექტორალური დივიდენდი მიიღონ ამ ტრაგედიიდან, მარცხისთვის არის განწირული, რადგან არსად, არცერთ ქვეყანაში ბუნებრივ კატასტროფაზე და სტიქიურ უბედურებაზე არავის უცდია ვიწრო პარტიული ინტერესების გატარება.

„შოვის უმძიმესი ტრაგედიიდან, 11 დღეს გავიდა და 11 წამი არ შეუწყვეტია რადიკალურ ოპოზიციას, მათ მართვად მედიებს და სამოქალაქო აქტივისტებს ტყუილის და  დეზინფორმაციის გავრცელება. დღესაც აქტიურად ცდილობენ პოლიტიკოსების და სხვადასხვა თანამდებობის პირების გამონათქვამების ,,თარგმნას" და ,,ინტერპრეტაციას", საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უიმედობის და შიშის დანერგვას. ჯერ იყო კახა კალაძეზე და მის ოჯახზე იკადრეს უკადრებელი, მერე თურმე შალვა პაპუაშვილი არ ელაპარაკებოდა დაკარგულთა ოჯახის წევრებს, მერე ვახტანგ გომელაური ,,ისვენებდა" თურმე, ახლა ირაკლი კობახიძის კომენტარი დაამახინჯეს. არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ ჩასულა დღემდე რაჭაში(შალვა ნათელაშვილმა ჩაიტანა დღეს კოკა-კოლა) არც სტიქიური უბედურების ადგილი უნახავთ, არც გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრებს დაკავშირებიან, მშვიდად ისვენებენ ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ და იქიდან აკეთებენ სამარცხვინო კომენტარებს. ირაკლი კობახიძეს მათგან განსხვავებით უყვარს და სტკივა საქართველო, მისი მშობლიური კუთხე რაჭა და ტრაგედიის ადგილზე უკვე რამდენჯერმე იყო ჩასული, გვერდით ედგა ჩვენს მაშველებს, პოლიციელებს, ექიმებს და ჯარისკაცებს, დიახ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ღირსეულად ემსახურება ხალხს და ქვეყანას. ომის და ღალატის პარტიის ყველა მცდელობა, რაიმე პოლიტიკური და ელექტორალური დივიდენდი მიიღონ ამ ტრაგედიიდან, მარცხისთვის არის განწირული, რადგან არსად, არცერთ ქვეყანაში ბუნებრივ კატასტროფაზე და სტიქიურ უბედურებაზე არავის უცდია ვიწრო პარტიული ინტერესების გატარება. თუ თვლით,  რომ სწორად იქცევით დააყანეთ კანდიდატები, 1 ოქტომბრის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე და ნახავთ ხალხის რეაქციას. სამწუხაროდ ასეთია თქვენი ბუნება, ყველგან და ყველაფერში ცდილობთ სარგებლის მიღებას, არც ღირსება გაქვთ და ნამუსი, სწორედ მაგიტომ გაქვთ მიჩენილი სათანადო ადგილი 2012 წლიდან და კიდევ ბევრი წელი იქნება ასე. 
კიდევ ერთხელ ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების და საქართველოს უსაზღვრო მწუხარებას, მალე იპოვნონ მაშველებმა  ყველა დაკარგული. 
ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს საქართველო!“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი