729
06 აგვისტო 2023, 15:23
„22 საათი გავიდა ნაძირალა მთივლიშვილის მიერ ბინძური ტყუილის გავრცელების შემდეგ, ვიდეო დაუდეს ამ მამაკაცთან შეხვედრის, პარლამენტის თავმჯდომარემ ცალკე მისწერა, მე შევხვდი პირადადო, მაგრამ ფოტო მაინც არ წაშალა“ - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, „მთის ამბების" დამფუძნებლის, გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ის ამტკიცებს, რომ კაცს, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებს, ხელისუფლებიდან არავინ ესაუბრება.
მისი თქმით, უნდა გაიგონ მისმა დამფინანსებელმა ენჯეოებმა და მედიამ, რომ მთივლიშვილი ფულს ბინძური ინფორმაციების გავრცელებაში ხარჯავს.
„22 საათი გავიდა ნაძირალა მთივლიშვილის მიერ ამ ბინძური ტყუილის გავრცელების შემდეგ, ვიდეო დაუდეს ამ მამაკაცთან შეხვედრის, პარლამენტის თავმჯდომარემ ცალკე მისწერა, მე შევხვდი პირადადო, მაგრამ ფოტო მაინც არ წაშალა. ახლა მივმართავ ამ არაკაცის დამფინანსებელ უცხოურ ენჯეოებს და მედიას: აუცილებლად გააშუქეთ მთივლიშვილის ეს ნაძირალობა, როგორმე მის დონორებს გააგებინეთ, რომ ეს მატყუარა მათ ფულს მსგავს სიბინძურეებში ხარჯავს.“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |