ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი მედია აშუქებს სხვა ქვეყანაში მომხდარ სტიქიას. ორმაგ სტანდარტზე გაცილებით უფრო მძიმეა, როცა პარლამენტის წევრი „იმედს“ ესხმით თავს იაპონიაში მომხდარი ტაიფუნის გაშუქებისთვის და მაგ. იმავე დღეს, „ფორმულას“ მიერ გაშუქებულ სლოვენიაში მომხდარ წყალდიდობას არ იმჩნევთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმიანება.
„აღარაფერს ვამბობ, ასეთ მძიმე დროს ათასი დეზინფორმაციის და სპეკულაციის არ შემჩნევაზე, რაც, პირველ რიგში, საზოგადოებას არ დარჩება უპასუხოდ. უბრალოდ, რისი მიღწევა გსურთ ამით? რა „ტრენდს” ამკვიდრებთ? თუ იმედის რეიტინგი აღიზიანებს ვინმეს, ასეთი ლანძღვით ვერაფერს დააკლებს. თუ მარტო საქართველოში გინდათ სტიქიური უბედურება და ტრაგედიები ხდებოდეს? ჩემი პატივისცემა იმედის ყველა ჟურნალისტს, საზოგადოების ინფორმირება პროპაგანდა არ არის“, - წერს რატი იონათამიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |