სოციალურ ქსელში მერაბ ნინიძის ქალიშვილი - მარიამ ნინიძე წერს, რომ სტიქიის დროს თავად შოვში იმყოფებოდა სამ შვილთან და დედასთან ერთად.
მარიამ ნინიძე მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და აცხადებს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მაშველები მათთან ერთად იყვნენ და იცავდნენ.
„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიჭებს და სასაზღვრო პოლიციას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან იყვნენ სრულიად სველები, ტალახიანები, ჩვენთან ტყე-ტყე გადმოსულები, შიშველი ხელებით შეიარაღებულები გვიცავდნენ ღამე ტყეში, თავიანთი საკვები გაგვინაწილეს, სანამ ვერტმფრენმა არ მოგვაკითხა. გთხოვთ, დაუდასტურებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებთ, გადაამოწმეთ სანდო წყაროსთან ვისაც თქვენი თვალით არ გინახავთ, იქ რა ხდება, შორიდან მარტივია ლაპარაკი.“ - წერს მარიამ ნინიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |