833
05 აგვისტო 2023, 17:05
ქადაგიძე აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც შოვში, ტრაგედიის ადგილზეა გადაღებული და აცხადებს, რომ ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ვიდეოში ნათლად ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია პირთან, რომელიც მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ შვილს ეძებს.
“არაკაცი, პროვოკატორი გელა მთივლიშვილი წერს, თითქოს არავინ მისულა მთავრობიდან კაცთან, რომელიც დაკარგულ შვილს ეძებს. ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ, რომ მასთან კომუნიკაცია ხდება ყოველწამიერად, ნებისმიერი თანამდებობის პირთან და ნებისმიერ დროს.
მთივლიშვილო, შე არაკაცო, ამას როგორ კადრულობ!?” - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |