თუ მართლა საჭირო იყო ვერტმფრენები, რასაც ბინძურად სპეკულირებდით, რატომ არ შესთავაზეთ საკუთარი ვერტმფრენებით დახმარება სახელმწიფოს? რატომ არცერთს არ წამოგცდათ, წაიყვანეთ ჩემი ვერტმფრენი და გამოიყენეთო?, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
იგი აღნიშნული კითხვით კახა ოქრიაშვილს, ჭუტა წერეთელს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და კობა ნაყოფიას მიმართავს.
„ახლა ცოტა ხნით ისევ მილიონერ ოპოზიციონერებს მინდა მივუბრუნდე, ამ უბედურების დროს პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა რომ არ გაუჩერებიათ და დამატებითი ვერტმფრენები არის საჭიროო მთელი ოპოზიცია რომ გაჰკიოდა ყველანაირი განმარტების მიუხედავად. თუ მართლა საჭირო იყო ვერტმფრენები, რასაც ბინძურად სპეკულირებდით, რატომ არ შესთავაზეთ საკუთარი ვერტმფრენებით დახმარება სახელმწიფოს? რატომ არცერთს არ წამოგცდათ, წაიყვანეთ ჩემი ვერტმფრენი და გამოიყენეთო?
კითხვის ადრესატები:
კახა ოქრიაშვილი
ჭუტა წერეთელი
მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე
კობა ნაყოფია
კიდევ ვის ყავს, უცებ არ მახსენდება, ყველასთან არის ეს კითხვა!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |