876
05 აგვისტო 2023, 11:57
საუბედუროდ, ჩვენ გვყავს ოპოზიცია და მისი სექტანტური თუ ლიბერალური ბაბლი, რომელიც ქვეყანას თავსდატეხილ ტრაგედიას წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის იყენებს, - კინოცენტრის კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბაჩო ოდიშარია, შოვში ტრაგედიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წრეს.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც მაშველები ადამიანების გადარჩენისთვის იბრძვიან, ოპოზიციამ ელექტორალური ბრძოლა დაიწყო.
„საუბედუროდ, ჩვენ გვყავს ოპოზიცია და მისი სექტანტური თუ ლიბერალური ბაბლი, რომელიც ქვეყანას თავსდატეხილ ტრაგედიას წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის იყენებს. მაშინ, როდესაც მაშველები ადამიანების გადარჩენისთვის იბრძვიან, ამათმა ელექტორალური ბრძოლა დაიწყეს“, - წერს ოდიშარია facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |