ნანა კაკაბაძე: ჩვენს „სტრატეგიულ მეგობრებს“ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დაბალი ღობე ჰგონიათ, რადგან მას უკრაინის ხელისუფლების დანამატად განიხილავენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
508 02 აგვისტო 2023, 12:44

უცნაური დრო დაგვიდგა, საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატია იმ დონემდე „ამაღლდა“, რომ ამერიკის ელჩი ხან საკუთარი ქვეყნის კანონს „რუსულს“ უწოდებს, ხან ქართველი ხალხის სახელით საუბრობს, ხან რევოლუციურ დღის წესრიგებს უდგენს და ხანაც საქართველოში გარაჟების განაწილების საკითხებში მონაწილეობს, - წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ყველაზე სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი ის არის, რომ ამ კატეგორიის უცხოელებს ქართველი ხალხი გონებასუსტი ჰგონია. მათი აზრით, ჩვენი მოქალაქეები ვერც იმას ხვდებიან, თუ რა მიზნები ამოძრავებთ ვითომ ჩვენს მოქალაქეებზე მზრუნველ და გულშემატკივარ ამ დეგრადირებულ პოლიტიკანებს.

მისი თქმით, კარგად ჩანს, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისთვის რატომ იყო მისაღები „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის“ ლოზუნგებით შეფუთული სისხლიანი, მაგრამ მონური რეჟიმი და რატომ არის მიუღებელი მართლაც დემოკრატიული, მაგრამ დამოუკიდებელი დღევანდელი ხელისუფლება.

„რატომ ჰგონიათ საქართველო დაბალი ღობე?
უცნაური დრო დაგვიდგა... საერთაშორისო პოლიტიკა და დიპლომატია იმ დონემდე „ამაღლდა“, რომ ამერიკის ელჩი ხან საკუთარი ქვეყნის კანონს „რუსულს“ უწოდებს, ხან ქართველი ხალხის სახელით საუბრობს, ხან რევოლუციურ დღის წესრიგებს უდგენს და ხანაც საქართველოში გარაჟების განაწილების საკითხებში მონაწილეობს.

კონგრესმენობის 11-წლიანი სტაჟის მქონე 45 წლის ადამ კინზინგერი ჯერ საკუთარ რესპუბლიკურ პარტიას უპირისპირდება, მერე ხედავს რა მორიგ არჩევნებში დამარცხების გარდუვალობას, 2022 წელს უარს ამბობს მორიგ არჩევნებში მონაწილეობაზე და შემდეგ საკუთარი თავის წარმოჩენას ქართველი ხალხის "მამობით" ცდილობს. ის ქართველ ხალხს ხან ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებს და ხან ირაკლი კობახიძეს თმების შეჭრის რეკომენდაციას აძლევს.

ჩვენს „სტრატეგიულ მეგობრებს“ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დაბალი ღობე ჰგონიათ, რადგან მას უკრაინის ხელისუფლების დანამატად განიხილავენ.

როდესაც უკრაინის ხელისუფლების უმადურობაზე ჩვენი ხელისუფლება უკმაყოფილებას გამოთქვამს, „მეგობრები“ მაშინვე ყაყანს იწყებენ, როგორ შეიძლება ომში მყოფ ქვეყანას რამეზე საყვედური უთხრა, თუნდაც თავზე გადაგიაროსო, და როდესაც თვითონ მათი ლიდერები მიუთითებენ უკრაინას, ჩვენი დახმარების სიკეთეები დაინახე და ნუ ბედავ უკმაყოფილების გამოთქმასო, ეს ბუნებრივ ამბად მიაჩნიათ. ასე ჩააგდებინეს ენა თავში ავარდნილ ზელენსკის დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების ლიდერებმა, როდესაც მათ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უკრაინის ინტერესებზე მაღლა დააყენეს და უკრაინას უმადურობაზე მიუთითეს. პოლონეთის პრემიერმა, პირდაპირ მიახალა, იცოდეთ, პოლონეთის ინტერესებზე წინ სხვა ქვეყნის ინტერესებს არასოდეს დავაყენებთო.

იმათთვის ეს თურმე შეიძლება, საქართველოს ხელისუფლებისთვის კი - არა.
თურმე რუსი ტურისტების მიღება ყველა ქვეყანაში შეიძლება, საქართველოში კი სრულიად სხვა ქვეყნის საკრუიზო გემზე რამდენიმე ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად თუ რუსებიც გამოერივნენ, სხვადასხვა ქვეყნების პორტებში შევიდნენ, რამდენიმე საათით საპორტო ქალაქები დაათვალიერეს და შემდეგ გემზე დაბრუნდნენ, ყველა მიმღები ქვეყნისთვის ეს ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ საქართველოში ასეთი ტურისტების შემოშვება ქვეყნის ღალატად უნდა იქნას წარმოჩენილი.

რაც მთავარია, 200-მდე მოქალაქის მიერ გამოხატული ასეთი პოზიცია მთელი ქართველი ერის პოზიციად უნდა წარმოჩინდეს ამერიკის ელჩის, კონგრესმენებისა და ოდიოზური ევროპარლამენტარების მხრიდან.

თურმე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნებისთვის დასაშვები და ჩვეულებრივი ამბავია, ხოლო საქართველოსთვის ასეთ დონეზე აყვანილი სახელმწიფოებრივი ურთიერთობა ქვეყნის ღალატია.

ყველაზე სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი ის არის, რომ ამ კატეგორიის უცხოელებს ქართველი ხალხი ალბათ გონებასუსტი ჰგონია. მათი აზრით, ჩვენი მოქალაქეები ვერც იმას ხვდებიან, თუ რა მიზნები ამოძრავებთ ვითომ ჩვენს მოქალაქეებზე მზრუნველ და გულშემატკივარ ამ დეგრადირებულ პოლიტიკანებს და ვერც იმას, თუ რატომ ემთხვევა მათ ინტერესებს ერთი მუჭა „სეკენდ ჰენდი“ ქართველი „ანტირუსი პატრიოტების“ ზღვარგადასული აქტივობები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუს ტურისტებს ფეხქვეშ ეგებოდნენ, რუს ბიზნესებს წითელ ხალიჩებს უგებდნენ და საბოლოოდ, ორდღიანი ომის შემდეგ რუსეთს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიებსაც ჩუქნიდნენ.

ისიც კარგად ჩანს, თუ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისთვის რატომ იყო მისაღები „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის“ ლოზუნგებით შეფუთული სისხლიანი, მაგრამ მონური რეჟიმი და რატომ არის მიუღებელი მართლაც დემოკრატიული, მაგრამ დამოუკიდებელი დღევანდელი ხელისუფლება.

საბედნიეროდ, ამ ყველაფერს ჩვენი მოქალაქეები კარგად ხედავენ და საკადრის პასუხსაც სცემენ ცხვრის ტყავში გახვეულ, შინაურ თუ გარეულ მგელ პოლიტიკანებს“, - წერს კაკაბაძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი