დონალდ ტრამპს ბრალი დაუმძიმეს და იცით, რა მოტივით? არჩევნების შედეგებზე ახდენდა ცრუ ინფორმაციით მანიპულაციასო, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ბრალდების დამძიმებას სოციალურ ქსელში.
ლატარიას თქმით, ის, რისთვისაც აშშ-ში პრეზიდენტს იჭერენ, საქართველოში ამავე ქვეყნის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი იყო. ექსპერტს "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) მიერ 2020 წლის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული განცხადება მოჰყავს მაგალითად და აღნიშნავს, რომ ISFED-იც იმავეს აკეთებდა, რისთვისაც ტრამპს ბრალდება დაუმძიმეს.
"დონალდ ტრამპს ბრალი დაუმძიმეს და იცით რა მოტივით? არჩევნების შედეგებზე ახდენდა ცრუ ინფორმაციით მანიპულაციასო
50 წელს უმატებენ როგორც ვიცი და ამერიკაში თუ 50 წელია აღნიშნულ ბრალდებაზე, აბა ჩვენი ISFED-ი რასაც აკეთებდა მაგას სამუდამო ეკუთვნის თანაც სადმე ისეთ ადგილას, უკაცრიელ კუნძულზე ან ბოლო ბოლო ციმბირში.
სასწაულია რა, რისთვისაც ამერიკაში პრეზიდენტს ასამართლებენ, ჩვენთან ISFED-ისთვის მოსული თემა იყო და თან ამერიკის საელჩო მხარსაც უჭერდა
გავიხსენოთ ISFED-ის ,,გმირობები"." - წერს ლატარია Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |