„რემბო ქაცარავას“ შემდეგ ტყუილების გავრცელებას ამჯერად „სულსამოგხდით“ გივია თარგამაძე აგრძელებს, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შესახებ, გივი თარგამაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თავად თარგამაძემაც კარგად იცის, რომ ირაკლი კობახიძეს არ გაუკეთებია ის განცხადება, რაც მან სოციალური ქსელით გაავრცელა. ექსპერტის თქმით, საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად, თარგამაძე ტყუილის გავრცელებაზე უარს არ ამბობს.
„ხო ყველამ იცის, რომ ეს ფოტო ფეიკია, ხო ამ ლოთმაც იცის თავად რომ ტყუილს ავრცელებს და ირაკლი კობახიძეს მსგავსი არაფერი უთქვამს, მაგრამ მაინც ავრცელებს... ეგოს და ნერვებს იფხანს და თავს იღიზიანებს, აბა ნაცებს საშუალება რომ მისცე, მართლა სულს ამოგვხდიდნენ ყველას!” - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |