260
30 ივლისი 2023, 01:11
სლოვენიის ქალაქ მარიბორში, ევროპის რიგით XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიას წინ უძღოდა "სამართლიანი თამაშის" პრიზით დაჯილდოების ცერემონია.
სპეციალური კომისის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ეს პრიზი სამაგალითო საქციელისთვის გადაეცა ქართველ ძიუდოისტს, ფესტივალის ჩემპიონს მათე გველესიანს. ჩვენს სპორტსმენს სცენაზე უხმეს და ევროპის ოლიმპიური აუდიტორიის თანდასწრებით საზეიმო ვითარებაში გადასცეს მეტად საპატიო ჯილდო. შეგახსენებთ: მათე გველესიანმა ხელში აიყვანა ფინალში გასული ტრავმირებული ხორვატი მეტოქე ლუკა ტაკიჩი და ასე დაეხმარა მას მისულიყო კვარცხლბეკამდე 66 კგ წონითი კატეგორიის მედალოსანთა დაჯილდოების ცერემონიაზე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |