ზაალ ანჯაფარიძე სერბეთის პრეზიდენტის განცხადებაზე: შეხსენებაა საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ გვყვანან „კოლექტიური ლომჯარიები“მ რომლებსაც ოღონდ ზელენსკის წინაშე არ „შევრცხვეთ“, ურჩევნიათ საქართველოს ბომბები აცვიოდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
264 29 ივლისი 2023, 21:19

თითქოს, ახალი არაფერი უთქვამს [სერბეთის პრეზიდენტს], მაგრამ ეს შეხსენებაა საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ გვყვანან „კოლექტიური ლომჯარიები“, რომლებსაც ოღონდ კი უკრაინის და ზელენსკის წინაშე არ „შევრცხვეთ“, ურჩევნიათ საქართველოს ბომბები აცვიოდეს და თბილისი ბახმუტად გადაიქცეს - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სერბეთის პრეზიდენტის ვუჩიჩის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ერთის მხრივ, პუტინმა არ უნდა წააგოს, დასავლეთმა არ უნდა წააგოს, ანუ უკრაინამ არ უნდა წააგოს, რადგან ამით დამარცხდება ამერიკა, ევროკავშირი, ანუ ნატო და კოლექტიური დასავლეთი, „ეს არის ომი მოთმინებასა და გამოფიტვაზე“.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, „მეორე ფრონტი“ დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და არ მოიხსნება, ვიდრე რომელიმე მხარე არ გაიმარჯვებს.

„ვშიშობ, რომ არც ერთ მხარეს არ შეუძლია წაგება. ერთის მხრივ, პუტინმა არ უნდა წააგოს, დასავლეთმა არ უნდა წააგოს, ანუ უკრაინამ არ უნდა წააგოს, რადგან ამით დამარცხდება ამერიკა, ევროკავშირი, ანუ ნატო და კოლექტიური დასავლეთი“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა და დასძინა, რომ „ეს არის ომი მოთმინებასა და გამოფიტვაზე“.
თითქოს და ახალი არაფერი უთქვამს, მაგრამ ეს შეხსენებაა საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ გვყვანან „კოლექტიური ლომჯარიები“, რომლებსაც ოღონდ კი უკრაინის და ზელენსკის წინაშე არ „შევრცხვეთ“, ურჩევნიათ საქართველოს ბომბები აცვიოდეს და თბილისი ბახმუტად გადაიქცეს. არ მოხსნილა დღის წესრიგიდან „მეორე ფრონტი“ და არ მოიხსნება, ვიდრე რომელიმე მხარე არ გაიმარჯვებს“, - წერს ანჯაფარიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი