გიორგი ცუცქირიძე: ჩინეთი, აშშ და ევროკავშირი, არა უბრალოდ მსოფლიოს სამი უმსხვილესი ეკონომიკებია, წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან - საქართველოს სტრატეგიული ამოცანაა, სამივე მეგაეკონომიკასთან ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
247 29 ივლისი 2023, 19:54
საქართველოს პრემიერის ჩინეთში მეტად წარმატებული ვიზიტისას, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განცხადებას ჩინეთის პრეზიდენტის მხრიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე მოყვა ქართული ოპოზიციის პროტესტი, დამახასიათებელი სიმულაციით თითქოსდა ქვეყანამ გადაუხვია სტრატეგიული განვითარების გზას, და კონსტიტუციაში ჩაწერილ ევრო-ატლანტიკურ ორიენტაციას, - ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე ოპოზიციის წარმომადგენლების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ჩინეთთან და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა ერთდროულად შეუძლებელია, ვინაიდან ისინი დაპირისპირებული მხარეები არიან.

როგორც ცუცქირიძე განმარტავს, მართალია ჩინეთსა და აშშ-ს შორის ტაივანის საკითხზე უთანხმოება არსებობს, თუმცა, ამას საერთო არაფერი აქვს წმინდა სამხედრო კონფლიქტთან.

მისი თქმით, ჩინეთი, აშშ და ევროკავშირი, გარდა იმისა, რომ მსოფლიოს სამი უმსხვილესი ეკონომიკებია, წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიც არიან, რასაც სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს.

გარდა ამისა, ცუცქირიძის განცხადებით, საქართველოს ამოცანა უნდა იყოს ამ ერთმანეთზე დამოკიდებულ სამივე მეგაეკონომიკასთან ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რათა ახალ მსოფლიო წესრიგში მარტივად ადაპტირდეს.

„პრემიერის ჩინეთში მეტად წარმატებული ვიზიტისას, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების განცხადებას ჩინეთის პრეზიდენტის მხრიდან, როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე მოყვა ქართული ოპოზიციის პროტესტი, დამახასიათებელი სიმულაციით თითქოსდა ქვეყანამ გადაუხვია სტრატეგიული განვითარების გზას, და კონსტიტუციაში ჩაწერილ ევრო-ატლანტიკურ ორიენტაციას. ამასთან, რატომღაც ხაზი ესმება იმ გარემოებას, რომ ერთდროულად აშშ-სთან და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა როგორც გეოპოლიტიკურად ორ ურთიერთდაპირისპირებულ მხარესთან შეუძლებელია, და მაგალითად აშშ-ს და ჩინეთს შორის განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ტაივანის ირგვლივ არსებული პოლიტიკური დაძაბულობა მოჰყავთ ხოლმე.
მსურს განვმარტო, რომ ტაივანის თემა მართალია არის დაძაბულობის ეპიცენტრი, მაგრამ მას საერთო არაფერი აქვს წმინდა სამხედრო კონფლიქტთან, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ბოლო განკარგულებით აშშ-მ ტაივანს 500 მილიონამდე შეიარაღება გამოუყო.

რეალურად ამ ორ მეგაეკონომიკას შორის ე.წ სავაჭრო ომები, რასაც საერთო არაფერი აქვს სამხედრო კონფლიქტთან არა დღეს არამედ, 2018 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიწყო ტარიფების და სხვა სავაჭრო ბარიერების დაწესება ჩინეთზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს აშშ-ჩინეთის სავაჭრო დეფიციტის შემცირებას და ამერიკული ტექნოლოგიების ჩინეთში გადაცემის დაბლოკვას, რასაც ჩინეთის მთავრობა მოითხოვს. აშშ-ს სავაჭრო ზომების საპასუხოდ, ჩინეთის მთავრობამ დაადანაშაულა ტრამპის ადმინისტრაცია ნაციონალისტურ პროტექციონიზმში, თუმცა 2019 წლისთვის სავაჭრო ომის ესკალაციის შემდეგ, 2020 წლის იანვარში მხარეებმა მიაღწიეს დაძაბულ შეთანხმებას პირველ ფაზაში, რასაც ვადა ამოეწურა 2021 წლის დეკემბერში, და ეს დაძაბულობა გარკვეულწილად დღემდე გარძელდება, რადგან ჯო ბაიდენმა, არსებული ტარიფები შეინარჩუნა.

მიუხედავად ამისა ჩინეთი, აშშ და ევროკავშირი, არა უბრალოდ მსოფლიოს სამი უმსხვილესი ეკონომიკებია, არამედ წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან!

ნიშანდობლივია, რომ 2020 წლის 30 დეკემბერს ევროკავშირმა და ჩინეთმა პრინციპულად დაასრულეს მოლაპარაკებები ინვესტიციების შესახებ ყოვლისმომცველი შეთანხმების (CAI) შესახებ. შეთანხმება ევროკავშირის ინვესტორებს ანიჭებს ჩინეთის ბაზარზე წვდომის უფრო დიდ დონეს.

2022 წლის ბოლოსათვის ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვამ ჩინეთთან შეადგინა 856,6 მილიარდი ევრო, ევროკავშირის მთლიანი სავაჭრიო ბრუნვის 15,6 %-ს შეადგენს და არის ნომერ 2 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა. მათ შორის ექსპორტი იყო 230,3 მლრდ ევრო, მთლიანი ექსპორტის 9 %, ხოლო იმპორტი 626,3 მილიარდი ევრო, მთლიანი იმპორტის 20 %, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა შეადგინა 396 მლრდ ევრო. ამასთან იმპორტის მიხედვით ჩინეთი არის ევროკავშირის ნომერ 1 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, ხოლო ექსპორტის მიხედვით ნომერ მესამე. აღსანიშნავია, რომ პოსტ პანდემიურ პერიოდში 2021-2022 წლებში ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვის მოცულობაში იმპორტი 32% არის გაზრდილი!

რაც შეეხება აშშ-ს ვაჭრობას ჩინეთთან. პანდემიურ 2020 წელს აშშ-ს საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობამ ჩინეთთან შეადგინა 615,2 მილიარდი აშშ დოლარი. ექსპორტი 164,9 მილიარდი დოლარი იყო; იმპორტმა 450,4 მილიარდი დოლარი შეადგინა. აშშ-ს საქონლისა და მომსახურების სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან 2020 წელს 285,5 მილიარდი დოლარი იყო.

ჩინეთი ამჟამად არის აშშ-ის უმსხვილესი საქონლის სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, აშშ-ს საქონლისა და მომსახურების ექსპორტმა ჩინეთში 758 000 სამუშაო ადგილიის შექმნა უზრუნველყო. (475 000 მხარდაჭერილი იყო საქონლის ექსპორტით და 283 000 მხარდაჭერილი სერვისების ექსპორტით).

ექსპორტის მიხედვით ჩინეთი იყო შეერთებული შტატების მე-3 უდიდესი საქონლის საექსპორტო ბაზარი 2020 წელს.

აშშ-ს საქონლის ექსპორტი ჩინეთში 2020 წელს შეადგენდა 124,5 მილიარდ აშშ დოლარს, რაც 16,9 პროცენტით (18,0 მილიარდი აშშ დოლარი) მეტია 2019 წელთან შედარებით და 35 პროცენტით მეტი 2010 წელთან შედარებით. აშშ-ს ექსპორტი ჩინეთში 549,0 პროცენტით გაიზარდა 2001 წელთან შედარებით (ვმო-ში გაწევრიანებამდე). აშშ-ის ექსპორტი ჩინეთში 2020 წელს შეერთებული შტატების მთლიანი ექსპორტის 8,7 პროცენტს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მთლიანმა ექსპორტმა ჩინეთში 26,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 2020 წელს, რაც არის აშშ-ის უმსხვილესი სოფლის მეურნეობის საექსპორტო ბაზარი.

იმპორტის მიხედვით ჩინეთი იყო შეერთებული შტატების საქონლის იმპორტის ყველაზე დიდი მიმწოდებელი 2020 წელს. აშშ-ის საქონლის იმპორტმა ჩინეთიდან შეადგინა 434,7 მილიარდი აშშ დოლარი 2020 წელს, აშშ-დან იმპორტი 325 პროცენტით გაიზარდა 2001 წელთან შედარებით (ვმო-ში გაწევრიანებამდე), ხოლო აშშ-ის იმპორტი ჩინეთიდან შეადგენს აშშ-ის მთლიანი იმპორტის 18,6 პროცენტს!.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მთლიანმა იმპორტმა ჩინეთიდან შეადგინა 3,8 მილიარდი აშშ დოლარი 2020 წელს, რაც არის აშშ-ის სოფლის მეურნეობის იმპორტის მე- 7 უმსხვილესი მიმწოდებელი.

როგორც ვხედავთ ეს არის ერთმანეთზე ყველაზე მეტად ურთიერთდამოკიდებული სამი მეგაეკონომიკა, სადაც ევროკავშირსაც და აშშ-საც ჩინეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს. გარდა ამის აშშ-ს საგარეო ვალში იაპონიის შემდეგ(1,1 ტრილიონი აშს დოლარი), უდიდესია ჩინეთის ვალი, რაც 850 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს!

აქედან გამომდინარე, აშშ-ს და ჩინეთს შორის დაძაბულობის საომარ ეტაპამდე მიყვანა, რაშიც ევროკავშირიც აღმოჩნდება ბუნებრივად ჩართული, დღეს არა თუ მოსალოდნელი არ არის, არამედ მომავალშიც ძნელი წარმოსადგენია!
მიმაჩნია, რომ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გაიზრდება, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ოპოზიცია მხოლოდ საკუთარ აზრებს არ ახმოვანებს, მაგრამ ვფიქრობ წარსულიდან და "სუყველაფერზე თავის კანტურის" წამგებიანი პოლიტიკიდან გარკვეული გაკვეთილები ჩვენმა საზოგადოებამაც გამოიტანა.
ამ მიმდინარე გლობალურ დაპირისპირებაში კი ის ქვეყნები გაიმარჯვებენ, რომლებიც შედარებით სწრაფად ადაპტირდებიან ახალ რეალობაში.
საქართველოს სტრატეგიული ამოცანაა, სამივე მეგაეკონომიკასთან ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, ჩვენ ეს ისედაც გვაქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან, და ამ გლობალური მეგაეკონომიკური სამკუთხედის შესაკრავად აშშ-ს თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება უახლოესი პერიოდის სტრატეგიულ ამოცანად უნდა ჩაითვალოს! ბურთი კი როგორც იტყვიან ახლა აშშ ს მოედანზეა.“ - წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი