230
28 ივლისი 2023, 16:23
საშინელი დანაშაულია ჩადენილი როინ შავაძის მიმართ, რასაც სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოც ადასტურებს. ამ სასტიკი მკვლელობის დამკვეთიც და მონაწილეებიც კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას იმსახურებენ- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
ნიკოლეიშვილის თქმით, უმთავრესი ისაა, რომ ასეთი ამბების შესახებ მშვენივრად იციან მათმა უცხოელმა მფარველ-მხარდამჭერებმა, რაც ადასტურებს, მათთვის დემოკრატია და ადამიანის უფლებები არაფერს არ წარმოადგენს, მათთვის მთავარია მათი ყურმოჭრილი მონები იყვნენ ხელისუფლებაში.
„ერთია, რომ საშინელი დანაშაულია ჩადენილი როინ შავაძის მიმართ, რასაც სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოც ადასტურებს. მეორე, რომ ამ სასტიკი მკვლელობის დამკვეთიც და მონაწილეებიც კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას იმსახურებენ. მესამეა, რომ ასეთი დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელები კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ და ამისათვის ყველზე რადიკალ გზებსაც არ ერიდებიან. მაგრამ უმთავრესი ალბათ ისაა, რომ ასეთი ამბების შესახებ მშვენივრად იციან მათმა უცხოელმა მფარველ-მხარდამჭერებმა, რაც ადასტურებს, მათთვის დემოკრატია და ადამიანის უფლებები არაფერს არ წარმოადგენს, მათთვის მთავარია, მათი ყურმოჭრილი მონები იყვნენ ხელისუფლებაში. ამიტომ, რამდენი თავს წამოყოფენ და რამდენ რამის სათქმელად პირს გააღებენ, ყოველთვის როინ შავაძის და სხვათა საქმეები უნდა ჩავჩაროთ პირში“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |