ეს ოპოზიცია ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, გამორიცხულია! ისტორიულად პარტიები, რომელთაც ხალხი არას ეუბნება და ასამართლებს მათ ლიდერებს, ხელისუფლებაში ვერ ბრუნდებიან და ისტორიის ჭეშმარიტებას ესენი ვერ ამოატრიალებენ!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
256 26 ივლისი 2023, 21:25
ნახეთ, რა წინ წავიდა რუსეთი, ეს ოკუპანტი, ეს ვეებერთელა, ვეშაპი სახელმწიფო, ეს კი დასავლეთის დამსახურებაა. იმ მცდარი, არასწორი პოლიტიკის შედეგია, რასაც დღეს მსოფლიოში აწარმოებენ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდაიძემ, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდება, საქართველოს ომში ჩართვა გარდაუვალი იქნება.

„ეს არის მწვერვალი არა მხოლოდ ლობისტური კამპანიის, არამედ ქვეყნის მოღალატეობისაც. ეს არის ყორღანაშვილობა და მეტი არაფერი. თვითონ სააკაშვილი რომ ყორღანაშვილია, ყველამ ვიცით, პრეზიდენტობის 9 წლის მანძილზე ბევრჯერ გაგვაოგნა მისმა უსამართლო ქმედებამ და მოღალატეობამ, მაგრამ რაც ჩვენ ვნახეთ ამ FARA-ს ლობიზმის დოკუმენტში, ეს უკვე პიკია.

მნიშვნელოვანია სანქციების დაწესების მოთხოვნა. მეეჭვება, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნა იყოს ამ ლობისტური კომპანიის მიმართ. მეეჭვება იმიტომ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ სააკაშვილს, ეს ეხება მთლიანად საქართველოს, ეს უფრო გლობალური პოლიტიკური მოთხოვნაა. რატომ სჭირდებათ საქართველოსთვის სანქციების დაწესება და რატომ იცავენ ოპოზიციას ამ დონეზე? რატომ იხდიან და რიცხავენ ამ თანხებს? საქართველოში აურაცხელი ოდენობის ფული უკვე შემოვიდა გრანტების სახით და, ალბათ, კიდევ შემოვა, ვინაიდან საარჩევნო წელი მოდის და სექტემბრიდან, ბუნებრივია, იქნება საშინელი ბაკქანალია. გამოჩნდებიან ახალი არასამთავრობო ორგანიზაციები, ახალი ენჯეოები, რომელთა სახელებსაც ნელ-ნელა გავიგებთ, გამოაშკარავდებიან, აი, სწორედ მათ დაურიცხეს ეს თანხები. როდესაც შემოდის საერთაშორისო ორგანიზაციებში უზარმაზარი გრანტი, რომელიც დასარიგებელია, უკვე წინასწარ იციან, ვინ დააფინანსონ. ჩემს რამდენიმე მეგობარს უთხრეს, აზრი არ აქვს, არ შემოიტანოთ განაცხადი, უკვე წინასწარ იციან, ვის უნდა მისცენ ეს გრანტიო, ახლად შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებზე არის საუბარი.

უკრაინის ომის დასრულება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით. ფაქტობრივად გაყინეს ეს კონფლიქტი, გაყინა თავად დასავლეთმა იმ განცხადებით, რაც გაკეთდა სწორედ იმ სამიტის პერიოდში. საქართველოში 1 წელიწადში გვაქვს საპარლამენტო არჩევნები. ის ძალები, რომელთაც ერთი წლის წინ სურდათ, საქართველო ჩაერთოთ ამ ომში, გაეხსნათ საქართველოში მეორე ფრონტი და აქედან შეეტიათ რუსეთისთვის, ყველაფერს გააკეთებენ არჩევნებში გასამარჯვებლად. საქართველოს ომში ჩართვით ისინი ორ კურდღელს იჭერდნენ: ერთი, რომ საქართველოს ხელისუფლებას იშორებდნენ თავიდან, ცვლიდნენ ხელისუფლებას ქვეყანაში, ანუ რევოლუციას აწყობდნენ და მეორე, რუსეთს უხსნიდნენ ახალ ფრონტს უკვე სამხრეთიდან. ეს ვერ შეძლეს ხელისუფლების პრინციპულობის, გონიერებისა და ნებისყოფის ფასად და პლუს გაგრძელება მოჰყვა „ხალხის ძალის“ ღია პოლიტიკის, რითაც ჩვენ კულისებიდან გამოვიტანეთ სიმართლე და სერიოზული დარტყმა მივაყენეთ საერთაშორისო პოლიტიკის ლიდერებსა და საერთაშორისო პოლიტიკას იმით, რომ შევაჩერეთ ეს წნეხი, რომელიც თვითონ არ შეჩერდებოდა. ახლა ვხედავთ, რომ ყველა სხვა თემა ფაქტობრივად გადადებულია, მთელი კონცენტრაცია მიმართულია საქართველოს არჩევნებისკენ, ოპოზიციური პარტიების სხვადასხვა ფლანგზე ჩალაგების, გაერთიანებისა, თუ დანაწევრებისკენ, რათა როგორმე აიღონ ხელისუფლება, გაიმარჯვონ არჩევნებში. დამერწმუნეთ, ეს არ მოხდება, ეს ოპოზიცია ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება, გამორიცხულია! გადახედონ მსოფლიო პოლიტიკის ისტორიას,  ამ დონეზე დამარცხებული პარტიები, რომელთაც ხალხი არას ეუბნება და ასამართლებს მათ ლიდერებს, ხელისუფლებაში ვერ ბრუნდებიან და ისტორიის ჭეშმარიტებას ესენი ვერ ამოატრიალებენ!

ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა, ეს ოპოზიცია გინდ „ნაცმოძრაობის“, გინდ „ლელოს“, ან რომელიმე სხვა პარტიის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში რომ მოვიდეს ერთი წლის შემდეგ, დამერწმუნეთ, საქართველოს ომში ჩართავს. ამიტომაც გადაიდო ეს ომი, ვერ ერევიან რუსეთს, ფაქტი სახეზეა, ის 20% ხომ ააოხრა უკვე, ოკუპირებული აქვს და მიისაკუთრა, იმაზე აღარ არის საუბარი, რომ უკვე ვხედავთ, როგორ ბომბავს ევროპის საზღვარს. რუმინეთისა და პოლონეთის საზღვრები ყოველდღე იბომბება. ნახეთ, რა წინ წავიდა რუსეთი, ეს ოკუპანტი, ეს ვეებერთელა, ვეშაპი სახელმწიფო, ეს კი დასავლეთის დამსახურებაა. იმ მცდარი, არასწორი პოლიტიკის შედეგია, რასაც დღეს მსოფლიოში აწარმოებენ.

საქართველოში უნდოდათ მეორე ბახმუტი, მეორე ბუჩა და ასე შემდეგ. განადგურება უნდოდათ ამ ქვეყნის, საერთოდ არ ადარდებდათ. კარგი, სხვა ქვეყანას არ ადარდებს საქართველო, არ არის მისი სამშობლო, მაგრამ შენ რომ ქართველი ხარ, ელემენტარულად პირადობის მოწმობაში ხომ მაინც გიწერია ქართული გვარი?! როგორ შეიძლება, ამ დონეზე გძულდეს საკუთარი სამშობლო, რომ ამ ნგრევისა და განადგურებისთვის გაიმეტო.

მინდა, მოსახლეობას მივმართო, ქართველ ხალხს: არ შეცდეთ არჩევანში 1 წლის შემდეგ, ეს ოპოზიცია თუკი მოვა ხელისუფლებაში, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ბლოკურად შეერთებული პარტიები იქნება, მეორე დღესვე საქართველოს ჩართავენ იმ გამანადგურებელ ომში, რომლის შემდეგაც საქართველო უბრალოდ აღიგვება პირისაგან მიწისა“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი