268
26 ივლისი 2023, 12:54
როგორც თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, „ხალხის ძალის“ მიზანია პოლიტიკურ აქტორთა მოღვაწეობაში განმსაზღვრელი პრიორიტეტი ღიად გახდეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი მიზნები და ინტერესები.
„საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ამზადებს ნიადაგს პოლიტიკური პრაგმატიზმისათვის, რადგან ეს დემოკრატიის სტაბილურობის წინაპირობაა.
„ქართული ოცნების“ მიერ წლებია ყალიბდება პოლიტიკური ცხოვრების ისეთი მოდელი, რომელიც ემყარება ინსტიტუციურ მდგრადობას, ანუ დემოკრატიის პირველადი მიზანი თითქმის მიღწეულია (სახელისუფლებო გუნდმა მიაღწია პოლიტიკურ სტაბილურობას, როცა პოლიტიკურ აქტორთა ცვლა ვერ არყევს ინსტიტუციურ მდგრადობას).
ამის პარალელურად „ხალხის ძალის“ მიერ პოლიტიკური გონის ფორმირება დაიწყო მთავარი მიზნით - პოლიტიკურ აქტორთა მოღვაწეობაში განმსაზღვრელი პრიორიტეტი ღიად გახდეს ეროვნულ სახელმწიფოებრივი მიზნები და ინტერესები.
დიახ, ეს მისია საკუთარ თავზე აიღო „ხალხის ძალამ“.
დემოკრატიის სტაბილურობა პოლიტიკური ერის ფორმირების პროცესთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.
პოლიტიკური ერი ინტეგრაციის მაღალი დონით ხასიათდება და პოლიტიკური კულტურის რაციონალურ-აქტივისტური ფორმებით გამოირჩევა.
დღეს ეს გვჭირდება ჩვენ, სჭირდება ქართულ სახელმწიფოს და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |