ედიშერ გვენეტაძე: სისხლიანი ფულების სანაცვლოდ, პროპაგანდისტული მეთოდებით ტვინებგამორეცხილ ადამიანებს ცდილობენ დაავიწყონ ღმერთი, სამშობლო, ოჯახი და ასე ააშენებინონ აბსტრაქტული სეთურის დემოკრატია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
260 25 ივლისი 2023, 14:01
ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

გვენეტაძე ეთანხმება შათირიშვილის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფსევდოლიბერალიზმი და ლგბტ პროპაგანდა დასავლეთში ისეთივე ტოტალურ იდეოლოგიად იქცა, როგორც კომუნიზმი ჩრდილოეთ კორეაში.

მისი თქმით, იდეოლოგია და პროპაგანდა საზოგადოებას აზროვნების უნარს უკარგავს, სწორედ ამ გზით ცდილობენ ოლგარქიული ოჯახები ხალხის გაკონტროლებას. “იდეოლოგია და პროპაგანდა ათაყვანებს ადამიანებს! სწორედ ამისათვის არაფერს ერიდებიან ოკეანის გაღმა მყოფი ოლიგარქიული ოჯახები, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს მათ მიერ მართვადი, მორჩილი, მონური, რიცხობრივად დღევანდელთან ათჯერ შემცირებული, აზროვნების გარეშე დარჩენილი, მათ მიერ სრულიად კონტროლირებადი საზოგადოება! სწორედ ამ მიზნის მისაღწევად მსოფლიო ოლიგარქიული უბნელესი ძალები, თავიანთ უბინძურესი გზებით ნაშოვნ ფინანსებს უხვად აწვდიან ადგილებზე მყოფ აგენტებს, რომლებიც თავის მხრივ ცდილობენ ე.წ. გრანტების და შავი, სისხლიანი ფულების სანაცვლოდ პროპაგანდისტული მეთოდებით ტვინებგამორეცხილ ადამიანებს ცდილობენ დაავიწყონ ღმერთი, სამშობლო, ოჯახი და ასე ააშენებინონ აბსტრაქტული სეთურის დემოკრატია! ამ ადამიანთა მოძულეებმა ეტყობა არ იციან, რომ "ვინაც მახვილი აღმართა, იმავე მახვილით დაიღუპა!" ამას მოწმობს კაცობრიობის მთელი ისტორია!” - წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი