ექსპერტი გია გაბრიჭიძე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება, რომლითაც ის ქართველ ლიბერალებს მიმართავს.
სწორედ „ბიომასად“ ქცეული ადამიანები ვერ შეძლებენ რაიმე ღირებულის შექმნას და მათი არსებობა მხოლოდ იმ პროდუქტის შექმნისთვის იქნება საჭირო, რაც ოლიგარქიულ ოჯახებს დააკმაყოფილებს.
„არაერთხელ დამიწერია, რომ აგრესიული ლიბერალიზმის უმთავრეს ამოცანას ადამიანის გონების გამოფიტვა და მისი დაპროგრამება წარმოადგენს.
ამ პრობლემას ყველაზე აქტიურად ჰოლივუდში ეხმაურებოდნენ და სხვადასხვა ფილმების მეშვეობით ცდილობდნენ ეჩვენებინათ ის საფრთხე, რაც ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებს ელოდათ. ამ პრობლემას ჩემს წიგნში „რეალითი შოუ - საქართველო“ ერთი თავიც მივუძღვენი სათაურით „ჰოლივუდი გვაფრთხილებს“.
ზაზა შათირიშვილის ბოლო წერილში, რომლითაც ის ქართველ ლიბერალებს მიმართავს, საკმაოდ ზუსტად არის ჩამოყალიბებული არსებული პრობლემა - დემოკრატიის ანალოგიურად, ოლიგარქიულმა ოჯახებმა შექმნეს ადამიანის უფლებების საკუთარი მოდელიც, რომელიც მთლიანად ლგბტ პროპაგანდამდეა დაყვანილი. ამ პროპაგანდას სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან და მთლიანად ოლიგარქიული ოჯახების პოლიტიკურ მიზანს - საზოგადოების ბიომასად გადაქცევას და მოსახლეობის ათჯერ შემცირებას ემსახურება.
დიახ, სწორედ „ბიომასად“ ქცეული ადამიანები ვერ შეძლებენ გამრავლებას, ვერ შეძლებენ რაიმე ღირებულის შექმნას და მათი არსებობა მხოლოდ იმ პროდუქტის შექმნისთვის იქნება საჭირო, რაც ოლიგარქიულ ოჯახებს დააკმაყოფილებს”, - წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |