დავით ქართველიშვილი: ამერიკული რუსული კანონი FARA-ს დახმარებით ისიც კი შევიტყვეთ, თუ როგორ იცავდა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს, სულ რაღაც 11 ათას 559 დოლარად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
278 24 ივლისი 2023, 16:55
მეოთხე პრეზიდენტმა ილფისა და პეტროვის „ოქრო კერპი“ და მისი პერსონაჟი, შურა ბალაგანოვი გამახსენა . აი გამილიონერებული ოსტაპ ბენდერი რომ იპოვის სადგურის დარბაზში ამ გაბომჟებულ შურას, აჭმევს, ასმევს და შეეკითხება, - შურა, სრული ბედნიერებისათვის რამდენი გეყოფაო? პასუხად კი მიიღებს: „ასი რუბლი!“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს თითქმის 12 ათას დოლარად იცავდა.

„ამერიკული რუსული კანონ FARA-ს დახმარებით ისიც კი შევიტყვეთ, თუ როგორ იცავდა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს სულ რაღაც 11 ათას 559 დოლარად. როგორი მოკრძალებული „უანგარობაა“ ამ თანხაში, როგორი კოლეგიალური გვერდში დგომა...

მეოთხე პრეზიდენტმა ილფისა და პეტროვის „ოქრო კერპი“ და მისი პერსონაჟი, შურა ბალაგანოვი გამახსენა . აი გამილიონერებული ოსტაპ ბენდერი რომ იპოვის სადგურის დარბაზში ამ გაბომჟებულ შურას, აჭმევს, ასმევს და შეეკითხება, - შურა, სრული ბედნიერებისათვის რამდენი გეყოფაო? პასუხად კი მიიღებს: „ასი რუბლი!“. არა, ვერ გამიგეო, - უთხრა ოსტაპმა - ახლა კი არა, საერთოდ, სრული ბედნიერებისათვის, აი, კარგად რომ იგრძნო თავი ამ წუთისოფელშიო. ბალაგანოვი დაფიქრდება და ეტყვის: ექვსი ათას ოთხასი მანეთიო!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი