302
24 ივლისი 2023, 14:21
ამას ერთხელ რომ დაუცდა, ეფლობა და ეფლობა - წერს “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის შესახებ Facebook-ზე.
იგი ეხმაურება მშვილდაძის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ მათ, ვინც “ფორმულას” ებრძვის, ტელეკომპანია საკუთარ პლატფორმას არ დაუთმობს და ვირუსს საკუთარი ნებით არ გააძლიერებს.
ჩერგოლეიშვილის თქმით, “ფორმულაზე” იმიტომ დაიბლოკა, რომ დავით კეზერაშვილს ოლიგარქობაში ადანაშაულებს. მისივე განცხადებით, სიმართლის თქმისთვის ადამიანების დაბლოკვის, მედია შანტაჟის და მედიაკორუფციის პრაქტიკის დისკრედიტაცია სურს, სწორედ ამიტომ მიიჩნევს “ფორმულა” მისთვის დროის დათმობას საფრთხედ.
“ამას ერთხელ რომ დაუცდა, ეფლობა და ეფლობა.
მორიგი სიყალბე კეზერაშვილის სიყალბის მანქანისგან.
1. ჯერ დავიბლოკე, და შემდეგ დავესხი თავს ფორმულას.
დავიბლოკე იმიტომ, რომ ფორმულას პატრონი, დავით კეზერაშვილი დავადანაშაულე და ახლაც ვადანაშაულებ, ოლიგარქობაში, დიდი ფულის შანტაჟით პოლიტიკური პროცესის მანიპულაციასა და ჩრდილოვან მართვაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებაში.
და ვარ მართალი. დღეს ვინც ვერ ხვდებით, ხვალ მიხვდებით. ვინც ხვალ ვერ მიხვდებით, ზეგ მიხვდებით - გარდაუვალია.
ანუ ტყუილია, რომ ტელევიზიაზე თავდასხმის გამო დავიბლოკე - თუმცა, ესეც მაგარი გოიმობა იქნებოდა.
2. “ნიანგის ცრემლებს კი არ ვღვრი” - გამხელთ, იმიტომ რომ სიმართლის თქმისთვის ადამიანების დაბლოკვის, მედია შანტაჟის, მედიაკორუფციის პრაქტიკის დისკრედიტაცია მოვახდინო და ეს კორუმპირებული სტატუს კვო ჩამოვანგრიო.
3. სწორად ხვდებით, რომ პოლიტიკური კორუფციისთვის, ოლიგარქიისთვის, და იმ სიმახინჯისთვის, რაც თქვენ შექმენით, ვირუსი ვარ და გავანადგურებ მაგ მახინჯ სისტემას.
ესაა ჩემი ამოცანა. ამის შემდეგ დავამარცხებთ ბიძინას და წავალთ ევროპისკენ.
4. მადლობა აღიარებისთვის, რომ
თქვენი პატრონის შავბნელი ამოცანების საფრთხედ მხედავთ მე და ჩემს აზრებს და აზრებს მიბლოკავთ.
ეს ძალიან დამეხმარება," - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |