დავით ქართველიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარებოდა აშშ-ის საელჩოს უშუალო ჩართულობაში ნაცების მიერ ხელისუფლების „ასაყირავებელ“ გეგმებში, ალბათ, იმ ტიპის საჩუქარს ველოდებოდი, ამერიკულმა რუსულმა კანონმა რომ „ჩაგვისიურპრიზა“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
205 24 ივლისი 2023, 12:27
„აკერმანის“  ფული ათვისებულია, საქმე შესრულებულია. სააკაშვილის გამო იმ პრეცედენტს ვერ დაუშვებდნენ, რომ არაჯეროვნად შეევსოთ ამ რუსული კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, თუნდაც ეს ამერიკის ხელისუფლებისთვის წამგებიან ნარატივს მოიცავდეს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს ზოგიერთი თანამშრომელი ალასანია-სააკაშვილის დეზინფორმაციულ, „ლობისტურ“ კამპანიაში იყვნენ ჩართულნი.

„ამერიკული რუსული კანონი FARA-ს მოთხოვნის ფარგლებში აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს საიტზე ამერიკული იურიდიული კომპანია „აკერმანის“ მიერ ატვირთულ ანგარიშში გამოჩნდა საქართველოში საელჩოს თანამშრომელი ევან ელიოტი, რომელიც ალასანია-სააკაშვილის ოჯახის დაკვეთით ჩართული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ „ლობისტურ“ საქმიანობაში.

როდესაც შემოგთავაზეთ ჩემი „პუბლიცისტური სერიალის“ პირველი სეზონი, აშშ-ის საელჩოს კონკრეტული თანამშრომლების დასახელებას ამ ეტაპზე თავი ავარიდე. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარებოდა მათ უშუალო ჩართულობაში ნაცების მიერ ამ ხელისუფლების „ასაყირავებელ“ გეგმებში, ალბათ, იმ ტიპის საჩუქარს ველოდებოდი, ამერიკულმა რუსულმა კანონმა რომ „ჩაგვისიურპრიზა“. 

დიახ, აშშ-ის საელჩოს კონკრეტული თანამშრომლები ალასანია-სააკაშვილის დეზინფორმაციულ, დესტრუქციულ „ლობისტურ“ კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართულნი. დამატებითი ანაზღაურებით თუ ცენტრიდან მიღებული დავალების თანახმად, კუთვნილი ჯამაგირის ფარგლებში, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ.

რეზიდენტურას შიგნიდან თუ ააფეთქებდა თვით ამერიკული პედანტური დამოკიდებულება საკუთარ, თუნდაც რუსულ კანონებთან მიმართებით, ეს კი უნდა მცოდნოდა. ლეგენდარული ალ კაპონე შეკვეთილი მკვლელობების სერიამ, რეკეტმა და უამრავმა სხვა კრიმინალურმა ქმედებამ კი არ მიიყვანა ციხის საკნამდე, არამედ სადეკლარაციო რეესტრში წარდგენილმა არაჯეროვნად შევსებულმა დოკუმენტმა.

მესმის, ამერიკული იურიდიული კომპანია „აკერმანის“  ფული ათვისებულია, საქმე შესრულებულია. სააკაშვილის გამო იმ პრეცედენტს ვერ დაუშვებდნენ, რომ არაჯეროვნად შეევსოთ ამ რუსული კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, თუნდაც ეს ამერიკის ხელისუფლებისთვის წამგებიან ნარატივს მოიცავდეს.

ასე გაება ამერიკული რუსული კანონის ხაფანგში რიგითი ამერიკელი დიპლომატი რუსული სახელით Иван. რაც დაგმართა, ივანაო, ყველა შენმა იმანაო - ანუ, რუსულმა კანონმაო. ისე, შენ მაინც წაიკითხე ეს ოხრად დაბეჭდილი ანგარიში და მთლიანად არა (!), ალაგ-ალაგ ქალბატონ კელისაც წაუკითხე, ძირითადი აზრი მოახსენე. Good luck!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ისე კარგია, თქვენ სიმბოლოდ შავი ლაქა რომ აირჩიეთ. ქართველი ხალხის ცნობიერებაში და საქართველოს ისტორიაში, შავ ლაქად ხართ დარჩენილები
თამარ ჩიბურდანიძე: რა წამოსცდა მიხეილ სააკაშვილს და რას გულისხმობდა ის სიტყვა „საფრთხეში“, როდესაც აფხაზეთის მიმართ დასავლეთის სიმპათიებზე საუბრობდა? რა სახიფათო თამაშს თამაშობს აგენტურა ახლა უკვე აფხაზეთით?
მამუკა მდინარაძე - ყველაფერი რუსული „ეზიზღებათ“ და ხოშტარიას წარმოადგენენ, მევახშეებს „ებრძვიან“ და ხაზარაძეს წარმოადგენენ, ადამიანებს მოღალატეობაში სდებენ ბრალს და გახარიას პარტიას წარმოადგენენ
მიხეილ სააკაშვილი - ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა!
არქივი